მაინტერესებს 6 თვინახევრის ბავშვს თუ შეიძლება მანი... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

19-06-2014

-გამარჯობათ,მაინტერესებს 6 თვინახევრის ბავშვს თუ შეიძლება მანი და პშენო მივცე?არის ხელოვნურ კვებაზე...და კიდევ წყალი გადმოდუღებული დავალევინო თუ უკვე შეიძლება ჩვეულებრივ დაბეჭდილი მივცე? წინასწარ მადლობა.

პასუხი
-მანის ფაფასთან დაკავშირებით პედიატრთა რეკომენდაციები ბოლო დროს შეიცვალა: ექიმთა რჩევაა ამოღებული იქნას ეს პროდუქტი წლამდე ასაკის ბავშვის რაციონიდან. აღმოჩნდა რომ მანის ბურღული შეიცავს ნივთიერება გლიოდინს, რომელის აზიანებს ბავშვის ნაწლავთა წამწამოვან ეპითელიუმს და შედეგად ქვეითდება საკვები ნივთიერებების შეწოვა ნაწლავებიდან. გარდა ამისა, მანი მდიდარია ფიტინით, რომელიც იმგვარად ცვლის ნაწლავშიდა გარემოს, რომ ბავშვის მიერ მიღებული კალციუმი და დ ვიტამინი საერთოდ არ შეიწოვება, ასევე ქვეითდება რკინის შეწოვა, ამიტომ თუ პატარა რეგულარულად იკვებება ასეთი საკვებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს რაქიტის, ანემიის განვითარება, დაირღვეს კუჭ- ნაწლავის მუშაობა, ასეთი პატარები ხშირად ავადმყოფობენ, ადვილად ცივდებიან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მანის ფაფას დადებითი თვისებებიც აქვს და ზოგიერთ შემთხვევაში შეუცვლელი პროდუქტია დიეტოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ მისი მიცემა არ შეიძლება წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და შეზღუდული რაოდენობით უნდა მივცეთ 3 წლამდე პატარებს.
იგივე ეხება ფეტვს, სამი წლიდან შეიძლება ბავშვს ფეტვის კერძები მოუმზადოთ.
ამ ასაკში კი პატარა უნდა ღებულობდეს წიწიბურას, შვრიის (ჰერკულესის), ბრინჯის, სიმინდის ფაფას მორიგეობით.
რჩევების მისაღებად გადადით ბმულზე
http://www.mkurnali.ge/pediatria/3091-pirveli-fafa.html
რაც შეეხება წყალს, შეგიძლიათ  ბავშვს მიცეთ საბავშვო წყალი, რომელიც იყიდება ბავშვთა კვების მაღაზიებში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად