.. მყავს 2თვის ბიჭი.. დღის განმავლობაში ძალიან ცოტ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

04-06-2014

-გამარჯობა.. მყავს 2თვის ბიჭი.. დღის განმავლობაში ძალიან ცოტა ხანს სძინავს.. პატარა ხმაურზე კრთება ძილში და იღვიძებს. ღამით კი კარგად სძინავს,დილამდე. თუ ნაჭამია არც ტირის. დავაკვირდი რომ ენას ყოფს ხშირად. ჰაერზეც გამყავს და ხშირად ვასეირნებ. რასთან უნდა იყოს დაკავშირებული? რას მირჩევთ? გმადლობთ..

პასუხი
-2-3 თვის პატარა დღისით 3-4-ჯერ იძინებს და ჯამში 6-7 საათი სძინავს. ღამის ძილი 10-12-საათიანია, სულ კი ძილი დღე-ღამეში 16-18 საათს გრძელდება.
ჭირვეულობის მიზეზი შესაძლოა იყოს ნაწლავური კოლიკა ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ჭამის შემდეგ მაშინვე ნუ დააწვენეთ, კვების შემდეგ ჩვილი დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, პირით თქვენკენ, ვიდრე კუჭიდან ჰაერს არ ამოუშვებს ან პატარა ყოველი ჭამის წინ 1-2 წუთით პირქვე დაიწვინეთ მუხლებზე, შემდეგ გადმოაბრუნეთ და ჭიპის ირგვლივ საათის ისრის მიმართულებით ხელისგულით გაუკეთეთ წრიული მასაჟი.
რაც შეეხება მეორე პრობლემას, როცა თვების ბავშვი ენას ყოფს, ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:
1. ბავშვი უბრალოდ თამაშობს
2. სწყურია ან შია
3. შეიძლება პატარას სცხელა
4. ღრძილები ექავება
5. პირის ღრუში პრობლემა აქვს, მაგალითად რძიანა
6. ნევროლოგიური პრობლემაა, მისი მიზეზი ხშირად ის არის ხოლმე, რომ მშობიარობის დროს ხერხემლის კისრის ნაწილზე მოხდა დიდი დატვირთვა. ასეთ შემთხვევაში პატარას სხვა სიმპტომებიც აქვს და საჭიროებს ნევროლოგის კონსულტაციას. ამ დროს ინიშნება მასაჟები და ზოგჯერ - მედიაკამენტებიც. პრობლემა, როგორც წესი, რამდენიმე თვეში გაივლის ხოლმე.
7. ყველაზე სერიოზული მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოთირეოზი, რაც უყურადღებობის შემთხვევაში შემდგომში სერიოზულ გართულებებს იწვევს. ჰიპოთირეოზის დროს ენის ზომა საკმაოდ დიდია - თითქოს ენა პირის ღრუში არეტევა, გარდა ამისა ბავშვს აქვს ჭარბი წონა, გახანგრძლივებული სიყვითლე და სხვა პრობლემები. ასეთ დროს საჭიროა ენდოკრინოლოგის დროული კონსულტაცია და მკურნალობის დროულად დაწყება.
ამ ასაკის ბავშვს პედიატრი ისედაც უნდა უწევდეს კონსულტაციას. მით უფრო გირჩევთ მიმართოთ ექიმს თუ რაიმე გაეჭვებთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად