,მყავს 11 თვის ბიჭი, 9 თვის ასაკში ამოუვიდა ქვედა ... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-გამარჯობა,მყავს 11 თვის ბიჭი, 9 თვის ასაკში ამოუვიდა ქვედა ორი სარძევე კბილი, ბოლო ორი თვეა აღარ ამოსვლია სხვა კბილი,თუმცა ღრძილებს გამუდმებით იქავებს, უფრო მეტად ამობურცული აქვს ქვედა სარძევეს გვერდით მდებარე კბილები ხომ არ არის საშიში და რაიმე ზომები ხომ არ უნდა მივიღო.და კიდევ მაინტერესებს ცხრა თვის არ იყო ჯერ რომ აქტიურად ხოხავდა და ეხლაც სულ ხოხავს, ხელზე დაყრდნობით დგება ფეხზე და ცდილობს სიარულს რა გავაკეთო რომ უფრო სიარული უწევდეს ვიდრე ხოხვა, ჭოჭინა აუცილებებლია? საერთოდ არ ჩამისვამს ჭოჭინაში..მადლობა

პასუხი
-არც კბილების ამოსვლის და არც ფეხის ადგმის მხრივ ამ ეტაპზე სანერვიულო არაფერია. ბავშვი კვებეთ ასაკის შესაბამისად (უნდა ღებულობდეს ხაჭოს, კბილების ამოჭრის პერიოდში წოვის რეფლექსს ღრღნისა და კბენის რეფლექსი ცვლის, ამიტომ თხიერი და რბილი საკვები საკმარისი აღარ არის. მიეცით ბავშვს პურის ორცხობილა, სტაფილოს მრგვალი ნაჭერი, გაფცქვნილი ვაშლის მეოთხედი. დაღეჭვა აუმჯობესებს ღრძილების სისხლის მიმოქცევას, ავარჯიშებს და ამაგრებს ამოსულ კბილებს, კვებავს ჯერ კიდევ ამოსაჭრელ კბილებს, ხელს უწყობს მეტყველების სწორ ფორმირებას.)
სირულისთვის დამხმარე საშუალებად ჭოჭონას გამოყენება არ გინდათ, მიეცით ბავშვს საშუალება იმოძრაოს დახმარების გარეშე, ისე მოწყვეთ სახლში ავეჯი, რომ იყოს უსაფრთხო და თან შეძლოს ხელის მოკიდება და დაყრდნობა სიარულის დროს. გარეთ გამოიყენეთ სპეციალური ქამარი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად