ვარ 16 წლის ბიჭი. 172 სმ სიმაღლეში 62 კილო. ვვარჯ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

29-05-2014

- ვარ 16 წლის ბიჭი. 172 სმ სიმაღლეში 62 კილო. ვვარჯიშობ აქტიურად ჰანტელებით, ტურნიკით და ჩვეულებრივი ვარჯიშებით (აჯიმანიები, პრესები) მოკლედ შედეგი ძალიან კარგი მაქვს და ვაპირებ გაგრძელებას, მაგრამ მინდა სიმაღლეში მომატება, კლასში ყველაზე დაბალი ვარ, როცა შარშან და შარშან წინ ყველაზე მაღალი თუარა, ერთ-ერთი მაღალი ვიყავი, ყველა სწრაფად გაიზარდა მე კი არა, მინდოდა 185, მაგრამ ალბათ შანსიც აღარ მაქვს :(, . გენეტიკაში არ მყავს დაბლები, არც ბაბუა-ბებია და არც დედ-მამა(დედა- 170 სმ მამა- 183-85) ბაბუა კიდე უფრო მაღალი. ამ ზაფხულს მინდა, ტურნიკზე დაკიდებები ყოველდღე და ასევე რამე ვიტამინების მიღება და იქნებ მირჩიოთ რამე, ან იქნებ ამ ზაფხულს მოვიმატო :( არ მინდა დაბალი, რომ დავრჩე

პასუხი
- ზრდა დამოკიდებულია იმაზე, გაძვალებულია თუ არა ზრდის ზონები. ამისათვის უნდა გადაიღოთ მტევნის რენტგენოგრაფია.  თუ გაძვალების ზონები არ არის დახურული, ე. ი. ზრდა გრძელდება.
- საშუალოდ მამაკაცი იზრდება 18-22 წლამდე. ზოგჯერ მამაკაცებში 25 წლის შემდეგ დაახლებით 2 სმ-მდე ზრდაც ფიქსირდება. თქვენ უნდა მიმართოთ ზრდის ცენტრს, სადაც მოხდება ზრდის ზონების მდგომარეობის შეფასება და დადგენა რამდენად გაქვთ სიმაღლეში გაზრდის შანსი.

-    სიმაღლეში ზრდისთვის ჯანმრთელ ბავშვებს, მოზარდებს, 30 წლამდე ახალგაზრდებს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად პოლივიტამინების კომპლექსს ურჩევენ. შერჩევა ასაკის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. საამისოდ გამოიყენება ნებისმიერი პოლივიტამინი, რომელიც შეიცავს კალციუმს და D ვიტამინს.
რაც შეეხება ზოგადად კვების საკითხს ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში. კვების რაციონში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო; ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კამფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით. ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია.
ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება.
პარალელურად საჭიროა დატვირთვა სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ხელს უწყობს ზრდას: კალათბურთით, ფრენბურთით, ცურვით.

კომენტარები
15 იანვარი 2016 03:28
აუ ზუსტად მასე ვიყავი 172 სმ..... 16 წლის ასაკში კლასში საშვალო სიმაღლის ვიყავი. ახლა 21 წლის ვარ და 173 ალბათ,ჩემი კლასელ ბიჭების უმეტესობა მაშინდელთან შედარებით საგრძნობლათ გაიზარდნენ, მე ისევ იმხელა ვარ :((( მეც მინდოდა 185 სმ ვყოფილიყავი , მაგრამ აბა.. აწი რაღას მოვიმატებ :(
28 ივნისი 2014 10:46
კიდევ გაიზრდები ძმა აუცილებლად 185 სანტიმეტრამდეც და შეიძლება მეტამდეც შანსი არის ნამდვილად
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად