ვარ 27 წლის. მაწუხებს გამუდმებით ყურების ქავილი ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

20-05-2014

-გამარჯობათ ვარ 27 წლის. მაწუხებს გამუდმებით ყურების ქავილი შიგნიდან. ძალიან ხშირად ყურის ჩხირით ვიქავებ, მაქვს შეგრძნება რომ მიჟრუის . რისი ბრალი იქნება და რას მირჩევთ?

პასუხი
-ყურში ქავილი რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული დაავადებების სიმპტომი შესაძლოა იყოს, ისეთების როგორიცაა: სებორეული დერმატიტი, ფსორიაზი, ეგზემა და სხვა დერმატოლოგიური დაავადებები.
ქავილის ყველაზე ხშირი მიზეზი კი ოტომიკოზი, ანუ ყურის სოკოვანი ინფექციაა, რომელიც თავს იჩენს იმუნიტეტის დასუსტებისას, ნივთიერებათა ცვლის მოშლის, ცუდი ეკოლოგიური პირობების, ანტიბიოტიკებისა და ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი მიღებისას.
ყურში სოკოვანი ინფექციის გააქტიურებას აპროვოცირებს ყურის ტრავმა, მის შიგნით მომატებული ტენიანობა.
ქავილის შესაძლო მიზეზია ალერგიაც, რომელიც ვითარდება დაბანისას გამოყენებულ შამპუნისა და საპნის, თავსაბურავების მიმართ.
უნდა ეჩვენოთ სპეციალისტს და ყურის ნაცხის გამოკვლევის შემდგომ დაადგინოთ თქვენს შემთხვევაში კონკრეტული ქავილის მიზეზი, მანამდე კი გირჩევთ დაწოლილ მდგომარეობაში ჩაიწვეთეთ ყურში 2-3 წვეთი მცენარეული ზეთი, რომელიც საგრძნობლად შეგიმცირებთ ამ უსიამოვნო სიმპტომს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად