-პიგმენტური ლაქები უმეტესად ქალებს უჩნდებათ. ეს დაკავშირებულია ქალის ფიზიოლოგიის თავისებურებებთან. ლაქების გაჩენის მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს: მზის სხივების გადამეტებული ზემოქმედება, ღვიძლის ან კუჭ-ნაწლავების სისტემის მუშაობის დარღვევა, კანზე ქიმიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედება. არასასურველი ფაქტორის ზემოქმედებით კანის განსაზღვრულ უბნებში გროვდება დიდი რაოდენობით პიგმენტი- მელანინი და კანი მუქ ელფერს იძენს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გამკვლევების ჩატარება, რადგან შეიძლება, ამ კოსმეტიკური ნაკლის მიზეზი ორგანიზმის შიგნით მდებარეობდეს. თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში პიგმენტური ლაქები ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიან და ისინი მხოლოდ ვიზუალური ნაკლის რანგში განიხილება. ამ საკითხს უფრო ყურადღებით უნდა მოეპყრან ისინი ვის ნათესავებსაც აქვთ ჭორფლი ან პიგმენტური ლაქები.
უნდა აღინიშნოს, რომ გადამეტებული პიგმენტაცია ჩვეულებრივ მზის სხივების ზემოქმედებით ჩნდება, უმეტესად ეს გაზაფხულობით ხდება. ამიტომ ქალმა (მითუმეტეს თუ მიდრეკილია ასეთი ლაქების გაჩენისკენ) უნდა ატაროს ნატურალური ქსოვილსიგან დამზადებლი, მსუბუქი და დახურული თანსაცმელი. სასურველია მზის სათვალის ტარებაც. გარეთ გასვლის წინ აუცილებელია დღის დამცავი კრემის წასმა. კრემის ეტიკეტზე წერენ შPF და უთითებენ ციფრებს 4-დან 60-მდე. გაამრავლეთ ეს ციფრი 15-ზე და მიიღებთ წუთების რაოდენობას, რომლის განმავლობაშიც კრემი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. კვების რაციონში შეიტანეთ А, В, С ვტამინებით მდიდარ პროდუქტები.
თუ პიგენტური ლაქები უკვე გაგიჩნდათ, მაშინ არსებობს მათგან თავს დაღწვის რამდენიმე საშუალება:
1. სხვადასხვა ფირმის მათეთრებელი კრემები. უმჯობესია, კრემი შეგირჩიოთ კოსმეტოლოგმა კანს ტიპის, ფერის და პიგმენტური ლაქების მდგომარეობის გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ ერთი რამ - თავდაპირველად უნდა გამოსცადოთ ეს კრემი და ნახოთ ხომ არ ხართ მასზე ალერგიული.
2. ხალხური საშუალებები - ეს არის მათეთრებელი ნიღბები და ლოსიონები, რომლებიც დამზადებულია წყალბადის ზეჟანგის, ნუშის, ლიმონის, შავი მოხცხარის და ბევრი სხვა მცენარის საფუძველზე. მაგალითად:
> გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 სუფრის კოვზი და დაიდეთ პრობლემურ კანზე 20-30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით. ამის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.
>მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, აურიეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე დილა-საღამოს.
>ნუშს აქვს გამათეთრებელი თვისება, ამიტომ მისგან დამზადებულ ლოსიონს იყენებენ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.
>ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი 30 წთ. შემდეგ დაიბანეთ.
>1 ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრ შაქარი, 100 მლ წყალი აურიეთ კარგად და დაიდეთ წინასწარ გასუფთავებულ კანზე 20-30 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგამოშვებით. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
>ახალ კიტრს წვრილ სახეხზე გახეხთ, დაუმატებთ 1 ს.კ. ნებისმიერ მკვებავ კრემს. ცხიმიანი სახის კანისათვის კიტრის წვენს უმატებენ იმავე რაოდენობის არაყს, აჩერებენ 24 სთ. ამ სითხეში ასველებენ მარლას და იდებენ სახეზე. კურსი 30 ნიღაბია. კიტრის წვენი შეიძლება მომზადდეს ხანგრძლივად (6 თვე) შესანახად. ამისათვის 100 გრ წვრილად დაჭრილ ახალ კიტრს დაასხით 100 მლ არაყი, გააჩერეთ 8-10 დღე ბნელ ადგილას, შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ დახურული ჭურჭლით მაცივარში.
3. დაბოლოს, პილინგი, რომელიც პიგმენტური ლაქების მოსაშორებელი ეფექტური საშუალებაა.