რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ ვარ 19წლის გოგონა, მაწუხებს ჭარბოფლიანობა, ტანზე ისე არა როგორც სახეზე ოდნავი სიცხე და სახე მისველდება, ჰორმონებზე ანალიზების მიხედვით არანაირი პრობლემა მაქვს, ზოგადად გენეტიკურად დედაჩემსაც აქვს ეს პრობლემა. იქნებ მირჩიოთ რამე მეთოდი ან პრეპარატი სახისთვის. კლინიკაში მკურნალობა საკმაოდ მაღალ თანხებთანაა დაკავშირებული. გმადლობთ
პასუხი
-არსებობს ანტიპრესპირანტები, სპეციალურად დამუშავებული ფორმულა მგრძნობიარე კანისთვის, რომელთა გამოყენებაც შეიძლება სახის არეში. კეთდება ბოტოქსის ან დისპორტის ინექციები, საკმაოდ ეფექტურია, მხოლოდ ეფექტი გასტანს 6-9 თვე; ზაფხულში მინიმუმამდე დაიყვანეთ სახეზე პუდრის მოხმარება. ოფლიანობის მიზეზი შეიძლება ასევე გახდეს სახის კრემი; ასევე, ეფექტურია რძის მჟავა. დილაობით წაისვით სახესა და კისერზე. სახე მუხის ქერქისა და კრაზანას ნახარშით დაიბანეთ. სახე გაიწმინდეთ ყინულის კუბიკებით (გვირილის ნახარში კუბიკებად გაყინეთ) ; მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს, მიიღეთ В ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ან В ჯგუფის ვიტამინური კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ოფლის გამოყოფის რეგულირებას.