ჩემი პატარა 2 თვისაა,ძალიან ჭირვეულია,მთელი დღე ტი... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
15-05-2014

-გამარჯობათ,ჩემი პატარა 2 თვისაა,ძალიან ჭირვეულია,მთელი დღე ტირის და ჩაძინება უჭირს,გაზები აწუხებს,თან ნევროპათოლოგთან მყავდა, სონო გადაუღეს თავზე და ჟანგბადის უკმარისობა აქვსო სხვა ყველაფერი რიგზე ჰქონდა, გამოუწერა ჟანგბადი,გაზების წამალი და ატარაქსი მეოთხედი დილა საღამოს,მეშინია ამ წამლის მიცემა როცა მივეცი მოშვებული იყო სულ და მეცოდება,იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო?ეს წამალი რამდენად ინიშნება ჩვილებში? ვფიქრობ რომ ძლიერი წამალი გამოგვიწერა და ჩემით უნდა შევწყვიტო მიცემა,20 დღე გამოუწერა.

პასუხი
-ატარაქსი მიეკუთვნება ანქსიოლიზურ (ტრანკვილიზატორი, უზრუნველყოფს ფსიქოემოციონალური დატვირთვის დაძლევას) საშუალებას. ასევე ავლენს სედაციურ, ღებინების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ მოქმედებას. ნევროპათოლოგები ხშირად ნიშნავენ გაზრდილი გაღიზიანებადობის დროს, ასევე სხვა სომატური ნერვული დაავადებების დროს. ჩვილობის ასაკში  უნდა იყოს მკაცრი ჩვენებები მის დასანიშნად. თუ ატარაქსი თქვენს შემთხვევაში დანიშნული იყო  ძილის გასაღრმავებლად,( თუ სვა თამხლები პათოლოგია არ შენიშნა ნევროპათოლოგმა) გირჩევთ მოძებნოთ ალტერნატივა. დამოუკიდებლად ნუ შეარჩევთ მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ნევროპათოლოგთან. პარალელურად მოაგვარეთ კვების საკითხი ,ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე;  თუკი ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა გადასახედია თქვენი მენიუ, ხოლო თუ ხელოვნურ კვებაზეა, მაშინ პედიატრის დახმარებით შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს საკვების შეცვლა; დამატებით რჩევებს გაეცანით სტატიიდან "მეტეორიზმი ჩვილ ბავშვებში"
http://www.mkurnali.ge/component/content/article/24-2008-10-13-11-42-45/1332-2009-06-02-13-55-34.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად