კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის,რ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

13-05-2014

- კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის,რომ ბევრ ადამიანს ეხმარებით და მეც არაერთხელ დამხმარებიხართ. მოკლედ, 21 წლის ვარ და იმდენად არ მაქვს არაფრის ენერგია,რომ თავი ხანდაზმული მგონია :) მალე ვიღლები, ძილი 10 საათიც არ მყოფნის, გარეთ რომ გავდივარ თავი მტკივდება ძალიან და ცუდად ვგრძნობ თავს მაგის გამო. სტუდენტი ვარ და ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს, ვეღარც ვმეცადინეობ იმდენად გამოფიტულად ვგრძნობ თავს. ბავშვობიდან ძალიან ფერმკრთალი ვარ და მეუბნებიან გემოგლობინის ბრალია ასე მალე რომ იღლები და ენერგიის სიმცირეს რომ განიცდიო... არ ვიცი,იმდენად მიშლის ეს ხელს,იმდენ რაღაცას ვტოვებ რომ მერე ალბათ აუცილებლად ვინანებ... რისი ბრალი შეიძლება იყოს,ან რა გავაკეთო იმისთვის რომ ენერგია მომემატოს და სიცოცხლის ხალისიც შესაბამისად. მე ვაბრალებ რომ ძალიან ბევრს ვმეცადინეობ და მაგის ბრალია , მაგრამ იქნებ იმუნიტეტიც რაღაც კავშირშია,მოკლედ არ ვიცი რა... მირჩიეთ რამე :)

პასუხი
- სავსებით შესაძლებელია რომ თქვენი გადაღლილობა გამოწვეული იყოს ზედმეტი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვით,  საინტერესოა სისხლის საერთო ანალიზის მონაცემები, თუ დაღლილობის მიზეზი არ არის რაიმე ქრონიკული პათოლოგია (უნდა გამოირიცხოს აუცილებლად ჰიპოთირეოზი) ან ინფექცია, მაშინ იგი შეიძლება ე.წ. ქრონიკული დაღლილობის სინდრომს უკავშირდებოდეს. 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
23 მაისი 2014 15:31
სისხლის ანალიზის პასუხები სწორედ გუშინ მივიღე და ყველაფერი,მათ შორის გემოგლობინიც წესრიგშია. 137 ია ჩემი გემოგლობინის მაჩვენებელი,ალბათ მართლაც გადაღლილობის ბრალია. გმადლობთ!
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად