რაზე მიუთითებს მუქი ფერის შარდი,თუ გამოვრიცხავთ სა... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

12-05-2014

-რაზე მიუთითებს მუქი ფერის შარდი,თუ გამოვრიცხავთ საკვებს და წამალს,

პასუხი
-შარდის გამუქებისას პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ჰეპატიტის დიაგნოზი. დააკვირდით განავალს - თუ იგი გაუფერულდა (მოთეთრო ფერისაა), დაუყოვნებლივ მიმართეთ ინფექციონისტს. ჰეპატიტის დროს ადამიანს აღენიშნება აგრეთვე დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, დიარეა), სიყვითლე, უსიამოვნო შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ, მაგრამ შარდის გამუქება ერთ-ერთი პირველი ნიშანია.
შარდის ფერის შეცვლა შეიძლებოდა გამოეწვია აგრეთვე საშარდე გზების პათოლოგიებს (ქვიშის ან კენჭის გავლას საშარდე გზებში), საშარდე გზების ანთებას, თუმცა ამ შემთხვევაში შესაბამისის ნიშნები უნდა გქონდეთ დამატებით ტკივილი წელის მიდამოში, დაბალი სიცხეები.
შარდის გამუქებას იწვევს ზოგიერთი პრეპარატის და საკვების მიღება, ამიტომ თუ რაიმე ახალი პრეპარატი მიიღეთ, კარგად წაიკითხეთ ინსტრუქცია.
შარდის გამუქება შესაძლებელია იყოს მცირე რაოდენობით სითხის მიღების შედეგადაც. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ გაიკეთოთ შარდის საერთო ანალიზი მისი გამუქების მიზეზის დასადგენად და მიმართოთ ექიმს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად