მაქვს მწვავე ტკვილის მუცლის მარჯვენა ილეოცეკალურ ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
09-05-2014

- მაქვს მწვავე ტკვილის მუცლის მარჯვენა ილეოცეკალურ არეში. ბრმა ნაწლავი გამოირიციხა. ბაქტრეიოლოგირი ანალიზით დამიდგინდა დისბაქტერიოზის რთული ფორმა ანუ ნაწლავური ფლორის 80% არის განადგურებული.მაინეტერსებს დისბაქტერიოზი იწვევს თუ არა ასეთ მწვავე ტკივილებს? კიდევ რა მდებარეობს ზუსტად მაგ წერტილში ისეთი რაც შეიძლება იწვევდეს ტკივილს?

პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრების ,,ჯანმრთელობის სახლის", „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა“ და  ,,ელიტა მედის"  წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე.
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დისბაქტერიოზი, ანუ დისბიოზი, ცალკე ნოზოლოგიას, ანუ დაავადებას არ წარმოადგენს, ეს არის პათოლოგიუირი მდგომარეობა, რომელიც ნაწლავთა მიკროფლორის (მიკრობიოცენოზის) დაზიანებას გულისხმობს და შესაძლოა, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების შედეგს წარმოადგენდეს. ძალზე ხშირად იგი ვითარდება სხვადასხვა მედიკამენტების და განსაკუთრებით, ანტიბიოტიკების არარაციონალურად გამოყენების შედეგად, ასევე კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთებითი პროცესის პირობებში. ანუ ზემოაღნიშნული ტკივილები, არ არის გამორიცხული, საკვების არასწორად და არასრულად გადამუშავებისას გამოთავისუფლებულ აირებს უკავშირდება, რომლებიც სუსტ წერტილზე მოქმედებენ და ტკივილის ეფექტს წარმოქმნიან. ასე, რომ ჯერ უნდა დადგინდეს დისბიოზის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, ხოლო შემდგომ კი კვალიფიციურ გასტროენტეროლოგთან სწორი მკურნალობა ჩატარდეს. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად