-მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს, მათ შორის სრულიად ჯანმრთელი ბავშვის ოფლის გამოყოფის ინდივიდუალური თავისებურებაც, მითუმეტსტ ფიზიკური აქტიურობის დროს. მდგომარეობის შესაფასებლად უნდა მიმართოთ პედიატრს. შესაძლოა არავითარი დაავადება არ არის სახეზე და არც მკურნალობაა საჭირო, ამიტომ მედიკამენტების თვითნებურ მიცემას არ გირჩევთ, ექიმმა უნდა განსაზღვროს რამდენად არის მათი მიღების აუცილებლობა.
თუ ღამეც ოფლიანობას პატარა ამის შესაძლო მიზეზებია: ოთახში მაღალი ტემპერატურა - გაუნიავებელი, ჟანგბადით ღარიბი გარემოა (ოთახი სადაც ბავშვს ძინავს), არაჟანსაღია რბილი საწოლი, აგზნებადობა, მომატებული შფოთვა და ემოციები ძილის წინ, ან თუ რაიმე ტიპის ნევროლოგიური დარღვევა აღინიშნება, ვირუსული ინფექციის შემდგომი მდგომარეობა, ჰელმინთოზური (ჭიებით) ინვაზია; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თანდაყოლილი გულის დაავადებები, ავტოიმუნური დაავადებები, თუმცა თითოეულ ამ პათოლოგიას სხვა ჩივილებიც ახლავს. ზოგ შემთხვევებში მიზეზი ამოუცნობია.
პედიატრს მიმართეთ იმ შემთხვევაში, თუ: ოთახში სასურველი ტემპერატურაა (19-20 გრადუსი უნდა იყოს), ბავშვს მსუბუქად აცვია ნატურალური ქსოვილის (ბამბის) სამოსი და თეთრეულიც ბამბისაა და მაინც ოფლიანობს, ასევე თუ ოფლიანობა დიდი ხანია გრძელდება და ბავშვისათვის შემაწუხებელია, აღინიშნება წონაში კლება, დიარეა, ცხელება და ა.შ, ოფლი არის უჩვეულო სუნის, წებოვანი, მაშინ ნუ გადადებთ პედიატრთან ვიზიტს, საჭიროების შემტხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისთან.