მინდა გითხრათ ჩემი პრობლემის შესახებ: ფეხებს ვიპარ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

07-05-2014

-მინდა გითხრათ ჩემი პრობლემის შესახებ: ფეხებს ვიპარსავ ყოველ დღე, დავიტანჯე აღარ შემიძლია.სწრაფად ამოდის თმა. ეპილატორით გავიკეთე და უარესი დამემართა, უმეტესი თმა ჩაბრუნებული ამოდის. მირჩიეთ რა ვუშველო თმის სწრაფას ზრდას? ან თუ არსებობს საერთოდ გამოსავალი, თუ ასე უნდა დავიტანჯო მთელი ცხოვრება? დიდი მადლობა-

პასუხი
-თმის ჩაბრუნება და ღერების არასათანადო მიმართულებით ზრდა მოსალოდნელია როგორც აპარატ-დეპილატორის საშუალებით თმის მოცილებისას (თუკი თმა სისტემატიურად გიბრუნდებათ პირველ რიგში დარწმუნდით თქვენი აპარატის (ეპილატორის) გამართულ მუშაობაში), ისე გაპარსვისას, თუმცა ეს უკანასკნელი გაცილებით ოპტიმალურ მეთოდად არის მიჩნეული; თუ თმის მოსაშორებლად იყენებთ საპარს, ყურადღება მიაქციეთ რომ იყოს კარგად მჭრელი, ერთჯერადი გამოიყენეთ ერთჯერადად, (მაქიმუმ 2-3 ჯერ).
რა მეთოდსაც არ უნდა იყენებდეთ თმის მოსაშორებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები: კანს ყურადღება უნდა მიექცე არა მხოლოდ ეპილაციის შემდეგ, არამედ ეპილაციამდე. თმის მოშორებამდე შესაბამის ადგილი კარგად უნდა დარბილდეს (დაიბანოს თბილი წყლით); დუშის ყოველი მიღების შემდეგ პრობლემური ადგილები დაიმუშავეთ ღრუბელით. შემდეგ გაისაპნეთ და გაიპარსეთ.
გაპარსვამდე და გაპარსვის შემდეგაც გამოიყენეთ ღრუბელი ან სკრაბი ჩაბრუნებული თმის ამოსაბრუნებლად (საუკეთესო საშუალებაა). თმის მოშორების შემდეგ დეზინფიცირების მიზნით წაისვით ქაფურის სპირტი. თმის მოშორების შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებლი კრემი (რაც უფრო ელასტიურია კანი, მით ნაკლებად მოხდება ზრდის დროს თმის ჩაბრუნება), ასევე შეგიძლიათ გამოიყენეთ ეპილაციის შემდეგ სახმარი კრემი, სხვა დადებით თვისებებთან ერთად ის ასევე ანელებს თმის ზრდას. პარსვა პირველ ჯერზე უნდა მოხდეს თმის ზრდის მიმართულებით, შემდეგ - საწინააღმდეგო!
თუ გსურთ თმის ხანგრძლივი დროით მოშორება, მიმართეთ კოსმეტოლოგიურ კაბინეტს, სადაც შემოგთავაზებენ აპარატების საშუალებით ეპილაციას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად