გთხოვთ მომწეროთ რისთვისაა კარგი კუპრის საპონი? ვარ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

07-05-2014

-გთხოვთ მომწეროთ რისთვისაა კარგი კუპრის საპონი? ვარ 22 კვირის ორსული და გამონაყარი მაქვს სახეზე,მირჩიეს ამ საპნით დაბანა და ხომ არ მავნებს რამეს?

პასუხი
-კუპრის საპონი  მართლაც წარმოადგენს უნივერსალურ საშუალებას გამონაყარისთვის. კუპრი, რომელიც შედის საპნის შემადგენლობაში, ხასიათდება ანთების საწინაააღმდეგო მოქმედებით.  საპონი გამოიყენება ფსორიაზის, ქერტლის, ლიქენის და ბევრი სხვა დაავადების დროს; საპონი გამოიყენება ეგზემის, დერმატომიკოზების, ფურუნკულოზის, მუნის, ნეიროდერმიტის, პიოდერმიის, სებორეის, კანის ქავილის დროს. კარგი ეფექტი აქვს ნაწოლების დროს, სასარგებლოა როგორც დამწვრობის, ისე მოყინვის დროს, ამ საპნით მკურნალობენ ღია ჭრილობაში მოხვედრილ ინფექციას, აგრეთვე ტერფებზე ნახეთქებს. სახეზე გამოყენების წესი: დღეში 2-ჯერ - დილით და საღამოს. პრობლემური კანის დროს, ეფექტი მიიღება რამდენიმე კვირაში 3-4 კვირიდან. ნაკლია ის, რომ აშრობს კანს, რისთვისაც საჭიროა კანის გაწმენდა დამატენიანებელი საშუალებით - ლოსიონით ან კრემით (შერჩეული კანის ტიპის მიხედვით).
საპნით დაბანის დროს უნდა გამოიყენოთ თბილი წყალი და შემდეგ ჩამოიბანოთ ცივი წყლით, სასურველი კონტრასტული - ცივი და თბილი წყლის მონაცვლეობა. საპონი იმ შემთხვევაში ვერ გაუმკლავდება პრობლემას თუ გაქვთ გამონაყარის „წვალების“, ხელით ტრავმირების, ჩვევა.
დასაშვებია ორსულობის დროს გამოყენება. არ შეიძლება კუპრის საპონის გამოყენება მათთვის ვისაც თხელი და მშრალი კანი აქვს, მგრძნობიარე და ალერგიისკენ მიდრეკილი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად