! ვარ 19 წლია, 11-12 წლიდან მოყოლებული დგევანდელ ა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

06-05-2014

-გამარჯობათ! ვარ 19 წლია, 11-12 წლიდან მოყოლებული დგევანდელ ასაკამდე მაქვს სახეზე გამონაყარი, აკნე, უამრავი გამოკვლევების შედეგად დამიდგინდა ვურგალური-ფერიმჭამელა,სტაფილოკოკი, მკურნალობის შედეგი უშედეგო არის, 5- 6 წელია რაც ვმკურნალობდი სხვადასხვა პროფესორებთან მაგრამ შედეგი არანაირი. მაინტერესებს აკნე განკურნებადია? ნაწიბურები ფორები სიწითლე, რომელიც სახეზე მაქვს რამით იკურნება? ეს დავადება კუჭიდან მოდის?როდესაც ვარ დიეტაზე სახე მეტნაკლებად დამშვიდებული მაქვს, იქნებ რამე მირჩიოთ

პასუხი

-ვულგარულ ფერიმჭამელა არის ქრონიკული დაავადება, რომელიც, როგორც წესი, სებორეის ფონზე აღმოცენდება და ლოკალიზდება სახის, გულმკერდისა და ზურგის კანზე. დაავადებას ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა) და სხვა.
მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ და ლაზეროთერაპიული პროცედურებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლას.
ჩირქოვანი გამონაყარი გაწმენდას დღეში ერთხელ ლევომიცეტინის სპირტით და ზინერიტს სუსპენზიით, შემდეგ თითოეული ელემენტი დაიტუშეთ თეთრი კასტელანით, 5 დღის შემდეგ გამოიყენეთ 2-ჯერ დღეში 10 დღე გარეგანი მოხმარების გელი_ დალასინი T, რომელიც შეიცავს კლინდამიცინს, ბოლოს ეფექტის შესანარჩუნებლად იხმარეთ კურიოზინის გელი 2-ჯერ დღეში. დასაბანად (კანისთვის და თმებისთვის) გამოიყენეთ ოქტენოსანი ან კლერასილის გელ-ქაფი (ანტიბაქტერიულია). გარდა ამისა, აუცილებელია დიეტა _ უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები. 
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა, უნდა განისაზღვროს სისხლში შაქრის დონე. ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალბით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ.

კომენტარები
09 მაისი 2016 15:58
bactrim online amoxicillin 500 mg capsules celexa
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად