მკვდარი ფუტკრები, ეგრეთწოდებული...პომდორი. რაში გა... | ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები
05-05-2014

-მკვდარი ფუტკრები, ეგრეთწოდებული...პომდორი. რაში გამოიყენება და როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში,როგორ მივიღოთ და რამდენჯერ? წინასწარ მადლობას გიხდით.

პასუხი
-პოდმორს იყენებენ აგრეთვე ახლომხედველობისას, მასტიტების დროს, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას, თრომბოფლებიტის, სახსრების ტკივილის, პროსტატის ადენომის, სექსუალური დარღვევების  დროსაც.
სამედიცინო დანიშნულებისათვის მას იყენებენ დამბალს, ნახარშის, ლინიმენტის ან სპირტიანი ექსტრაქტის სახით.
*15 წუთის განმავლობაში ცხელ წყალში დამბალ, მარლაში გახვეულ ფუტკრებს ადებენ ანთების კერას.
*ლინიმენტის დასამზადებლად პოდმორს ფქვავენ და ურევენ ზეითუნის ზეთთან. კუნთის ან სახსრის ტკივილისას ახდენენ ამ მასის შეზელვას.
*1 ჭიქა მკვდარ ფუტკრებს დავასხათ 1 ლიტრი არაყი და ბნელ ადგილას გავაჩეროთ 10-12 დღე. გავფილტროთ. მტკივნეულ ადგილს წავუსვათ ნებისმიერი ცხოველური ქონი და დავაფინოთ ნაყენში დასველებული თეთრი დოლბანდი, შემოვახვიოთ კომპრესის ქაღალდი და შალის ქსოვილი. გამოიყენება რევმატიზმით, რადიკულიტით და ა.შ. გამოწვეული ტკივილების დროს.
*სპირტიანი ექსტრაქტის დასამზადებლად 1 სუფრის კოვზ დაფქულ პოდმორს ასხავენ 1 ჭიქა არაყს და აჩერებენ 2 კვირა. არტერიული წნევის სტაბილიზაციის მიზნით იყენებენ 15-20 წვეთს ჭამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.
*ნახარში კარგად მოქმედებს თირკმლის დაავადებების დროს. 1 სუფრის კოვზ პოდმორს ასხავენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და ნელ ცეცხლზე ხარშავენ 2 საათი. შემდეგ ნახარში უნდა გადაიწუროს და ერთი თვის განმავლობაში იღებენ 1 სუფრის კოვზს ორჯერ დღეში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად