ნიკაპის არეში ინტენსიურად მიჩნდება გამონაყარი, თა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

05-05-2014

გამარჯობათ, ნიკაპის არეში ინტენსიურად მიჩნდება გამონაყარი, თავიდან არ ჩანს მაგრამ გამაგრებულია და ტკივილი მაწუხებს, ეს რამდენიმე დღე გრძელდება, არ ვეხები და შესაძლოა გაქრეს თავისით ან გართულდეს და დაჩირქდეს, დერმატოლოგთან ვიყავი და სტრეპტოციდის მალამო დამინიშნა, რაც არ მშველის. იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება გამოვიყენო ადგილობრივად, ძალიან მაწუხებს, თვალში მხვდება და ცუდად განმაწყობს. თან დიდი ხნით არ მირჩება, ერთი კვირა მიანც უნდა. ერთი გაქრება და შემდეგ მეორე დაიწყებს განვითარებას. მირჩიეთ რა არის ეს და როგორ ვუმკურნალო. მადლობთ.

პასუხი
-საკმაოდ არაესთეტიურად გამოიყურება ნიკაპზე აკნე; ნიკაპზე გამონაყარისგან რომ გათავისუფლდეთ პირველ რიგში უნდა განიკურნოთ შინაგანი დაავადებებისგან, რომელიც ხშირად ამ ჩივილის მიზეზია. ეს მიუთითებს ენდოკრინული და საჭმლის მომნელებლი სისტემის დარღვევაზე; ზუსტი მიზეზის დასადგენად კი უნდა მიმართოთ ექიმს. ყურადღება უნდა მიექცეს კოსმეტიკურ პროცედურებსაც. ყველაზე ეფექტური მეთოდი კვანძოვანი გამონაყარისა და ნაწიბურიებისთვის არის ოზონოთერაპია.
ჩვეულებრივ მიზეზი არის ხოლმე საკვერცხეების არასწორი მუშაობა;
მკურნალობა იწყება ჰორმონალური ფონის კვლევით. უნდა განისაზღვროს მამაკაცური ჰორმონების დონე ორგანიზმში.
მიზეზებს შორის შეიძლება დასახელდეს:
* იმუნიტეტის დაქვეითება;
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტი; საკვების არასრული ათვისება, რაც იწვევს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას, რომელთა ნაწილი გამოდის გარეთ, კანზე.
* ნიკაპზე გამონაყარი შეიძლება პროვოცირებული იყოსა არასწორი კვებით, ცხოვრების წესით, მავნე ჩვევებით, არასწორი ჰიგიენით (მაგალითდ თუ ჩვევად გაქვთ ნიკაპის ხელით წვალება - არა აქვს მნიშვნელობა ხელი სუფთა იქნება თუ ჭუჭყიანი);
არანაკლებ მნიშვნელოვანია მემკვიდრეობაც.
ექიმთან მისვლის და მიზეზის დადგენის პარალელურად გაითვლისწინეთ ასეთი რჩევები:
* დილით გაიწმინდეთ ნიკაპი ყურძნით, იგი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც დეზინფექცია უკეთებს კანის ზედა შრეებს, ასევე ყურძენი შეიცავს მჟავას , რომელიც აქრობს აკნეს.
მიაკითხეთ კოსმეტოლოგიურ სალონს, სადაც შემოგთავაზებენ სხვადასხვა მეთოდს: სახის ჰიგიენურ წმენდას; ქიმიურ პილინგი; მეზოთერაპია; მკურნალობა თხევადი აზოტით; ლაზერული თერაპია.
კომენტარები
06 მაისი 2014 21:02
მადლობთ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად