. ვარ 17 წლის და ბავშვობიდან მაქვს ჭარბი ქერტლი. ე... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

05-05-2014

-გამარჯობათ. ვარ 17 წლის და ბავშვობიდან მაქვს ჭარბი ქერტლი. ექიმთან ვიყავი და გამომიწერა შამპუნი სებიპროქსი. დიაგნოზი კი არ უთქვამთ. ამასთანავე მაქვს საშინელი ქავილი..მაინტერესებს რასთანაა ეს დაკავშირებული .წინასწარ მადლობა.

პასუხი
-ქერტლის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია პირობით პათოგენური სოკო Pityrosporum Ovale, რომელიც ჩვეულებრივ ყველა ადამიანის თავის კანზეა, ის გამრავლებას იწყებს მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ პირობებში. ქერტლის წარმოშობის სხვა მიზეზია: ნერვული გადაძაბვა, ჰორმონალური დარღვევები, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, არასწორი კვება, A და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, თმის არასწორი მოვლა, თავის კანის გამოშრობა, თმის მოვლის არასრულფასოვანი საშუალებები (გელი, ლაქი, საღებავი). აუცილებელია ინდივიდუალური სავარცხლის გამოყენება, გადადებისგან დაცვის მიზნით. რჩევები: კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ახალი ხილით, ბოსტნეულით, რძემჟავა პროდუქტებით, ნაკლებცხიმიანი თევზით და ხორცით. ასევე A, B, C, E ვიტამინებით, თუთიით, კალციუმით, რკინით მდიდარი საკვებით. საჭიროა, რაციონიდან გამოირიცხოს მწარე, მარილიანი, შემწვარი, ცხიმიანი, ალერგიული საკვები, ალკოჰოლი, ცომეული, ტკბილეული. სახლის პირობებში შეიძლება გაკეთდეს თმის ნიღბები არაჟნით, კეფირით, კვერცხის გულით. სასარგებლოა, რძის შრატის შეზელვა თმაში და 30-60 წუთის შემდეგ ჩამობანვა. ეფექტურია თავის კანის მასაჟი სუფრის მარილით.
ამავე დროს თუ ქერტლი დიდი ზომისაა და ბევრი, მაშინ ეს შეიძლება იყოს სებორეის, სოკოვანი ინფექციის, ან ფსორიაზის ერთ-ერთი ფორმა. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ დერმატოლოგს - ის განსაზღვრავს, რა არის ქერტლის მიზეზი. ქერტლის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ტრიქოლოგის მიერ ინდივიდუალური მიდგომით (უნდა დადგინდეს ქერტლის გამომწვევი მიზეზები და თმის ტიპი).
კომენტარები
12 ნოემბერი 2016 12:53
გამარჯობა..ვარ ცხრამეტი წლის და რეგულარულად მძვრება კანი თავზე.ჭარბი ქერტლი მაქვს ტან არა წვრილად.თითქოს კას გაცლიანო ისე.რა ვუშველო შეკრული თმიდანაც კი მცვივა ქერტლი
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად