რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაინტერესებს,რა ნიშნებით ხასიათდება ჩუტყვავილას ენცეფალიტი(მაგალითად სიცხე) და არის თუ არა 12-ე დღეს გაჩენილი ენის ბორძიკი იმის ნიშანი,რომ ბავშვს ქონდა ენცეფალიტი. წინასწარ გიხდით მადლობას!
პასუხი
-ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ შესაძლოა ლოგონევროზის განვითარება. ჩუტყვავილას ყველაზე ხშირი და ტიპური გართულება ვირუსული ენცეფალიტია. ენცეფალიტი უმეტესად ფუფხის სტადიაში ვლინდება. ამ დროს გამოყრა დასრულებულია, ავადმყოფი ინფექციის წყაროს აღარ წარმოადგენს და პროცესი გამოჯანმრთელებისკენ მიდის. ენცეფალიტის განვითარება დაავადების სიმძიმეს არ უკავშირდება - შესაძლოა, ჩუტყვავილა მძიმედ მიმდინარეობდეს, მაგრამ ენცეფალიტით არ გართულდეს. ენცეფალიტისთვის დამახასიათებელია ბავშვის თვალშისაცემი მოდუნება - მიუხედავად იმისა, რომ პროცესი გამოჯანმრთელებისაკენ მიდის, პატარა ითენთება, გამუდმებით ძილად არის მივარდნილი, უარს ამბობს ჭამაზე, ტემპერატურა ზოგჯერ იმატებს, ზოგჯერ ნორმის ფარგლებში რჩება. 48-72 საათში სიმპტომები თითქმის მთლიანად ალაგდება. ასიდან 15 შემთხვევაში აღინიშნება ნარჩენი მოვლენები - კრუნჩხვები და ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა, მათ შორის ლოგონევროზი, საჭიროა ნევროპათოლოგის და ლოგოპედის დახმარება.