მე-6 კვირაში ვარ და საერთოდ არაფერს არ ვსვავ წამალ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

28-04-2014

-მე-6 კვირაში ვარ და საერთოდ არაფერს არ ვსვავ წამალს, ვიტამინს, ეს ნორმალურია? შემოწმების მიძნით ამ პერიოდისთვის რა არის აუცილებელი რისი კვლევა ჩავიტარო?

პასუხი
-თქვენ უნდა ახვიდეთ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხავზე და თქვენი გინეკოლოგი მოგაწვდით აუცილებელი გამოკვლევების ნუსხას. პირველი ვიზიტი პირველი ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორსულობის ადრეულ ვადაზე (13 კვირამდე).
I ანტენატალური ვიზიტის დროს:
- უნდა განისაზღვროს სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი;
- ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი;
- ჩატარდეს ანემიის, აივ/შიდსის, B-ჰეპატიტის, წითურისა და სიფილისის სკრინინგი სწრაფი მარტივი მეთოდით;
- წითელას სკრინინგი განსაზღვრულია ორსულის იმუნური სტატუსის დასადგენად და ორსულობის შემდეგ საჭიროებისას აცრის ჩასატარებლად; კვლევა არ არის მოწოდებული ორსულობის დროს ნაყოფის მდგომარეობის შესაფასებლად;
- განისაზღვროს სხეულის მასის ინდექსი;
- გაიზომოს არტერიული წნევა;
- ჩატარდეს შარდის საერთო ანალიზი (პროტეინურიისა და ასიმპტომური ბაქტერიურიის გამოსავლენად) ტესტ-ხაზების მეშვეობით, შარდის ნალექის ბაქტერიოსკოპიით ან შარდის დათესვით;
- ჩატარდეს საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული კვლევა – სარკეებში დათვალიერება - რაც შეიძლება ადრე ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა გესტაციური ვადის განსაზღვრის მიზნით შემდეგი პარამეტრების გამოყენებით: 10-13 კვირამდე თხემ-კუდუსუნის სიგრძე; 14 კვირის ზემოთ თავის გარშემოწრილობა და ბიპარიეტალური ზომა.
- პირველი ვიზიტის დროს სასურველია ჩატარდეს თერაპევტის და სტომატოლოგის კონსულტაცია.
შემდგომი ვიზიტი, რომელიც განიხლება, როგორც პირველი ვიზიტის გაგრძელება, ანალიზების მიღების შემდეგ უნდა დაიგეგმოს შემდეგი მიზნით:
- განიხილოს და ჩაიწეროს ყველა ჩატარებული სკრინინგული ტესტის შედეგი, მოხდეს ანტენატალური მეთვალყურეობის შემუშავებული გეგმის გადახედვა ქალთა იმ კატეგორიის გამოსავლენად, რომლებიც საჭიროებენ დამატებით მეთვალყურეობას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად