გთხოვთ მომწეროთ 8თვის ბავშვის სანიმუშო მენიუ...ბა... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

24-04-2014

-გამარჯობათ, გთხოვთ მომწეროთ 8თვის ბავშვის სანიმუშო მენიუ...ბავშვი ხელოვნურ კვებაზე არის გაზრდილი...რა თქმა უნდა დამატებით საკვებსაც იგებს მაგრამ თქვენი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია...მადლობთ

პასუხი
-8 თვის ბავშვი საკვებს უნდა იღებდეს 5-ჯერ, 4 საათიანი ინტერვალებით, ბოლო და პირველ კვებას შორის შუალედი უნდა იყოს 8 საათი. დილით უნდა მიიღოს რძე, მეორე კვებაზე ფაფა, მესამეზე ბოსტნეულის წვნიანი და ხორცი (ბულიონი ჯერ ადრეა, თუმცა თუ ბავშვი მას უკვე იღებს, შეგიძლიათ განაგრძოთ, გაითვალსწინეთ, რომ ბულიონის რაოდენობა არ უნდა იყოს 40-50 მლ-ზე მეტი, ის უნდა იყოს მეორე ნახარში, დანარჩენი სითხე კი უნდა იყოს ბოსტნეულის ნახარში);
მეოთხე და მეხუთე კვება უნდა იყოს რძე.
ასევე ადრეა მაწონიც, მაგრამ თუ ბავშვი მას უკვე იღებს, შეიძლება ის მიიღოს მეოთხე კვებაზე. ხილი შეიძლება როგორც კვებათა შორის, ასევე ჭამის დამთავრებისას. ამ ასაკის ბავშვისათვის რეკომენდებულია ხაჭო, მოხარშული კვერცხის გული (იწყება მერვედი ნაწილიდან იზრდება ნახევარ კვერცხის გულამდე), სპეციალური საბავშვო პეჩენია, რომელიც იყიდება აფთიაქში.
შეურჩიეთ თქვენს პატარას ამ მენიუდან ის, რაც მას ყველაზე მეტად მოეწონება და თანდათან გაუმდიდრეთ რაციონი ამ პროდუქტებით.
კონკრეტული რჩევები მიიღეთ თქვენი პედიატრისაგან, აუცილებელია ბავშვის კვება მასთან შეათანხმოთ.
დამატებით გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე  სტატიას „ჩვილის მენიუ 7-8 თვის ასაკში“,
http://mkurnali.ambebi.ge/pediatria/3121-chvilis-meniu-7-8-thvis-asakshi.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად