თმის გაჭაღარავება ნაადრევად,40 წლის ასაკში რაზე უნ... | გენეტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გენეტიკა

კატეგორია - გენეტიკა

24-04-2014

-თმის გაჭაღარავება ნაადრევად,40 წლის ასაკში რაზე უნდა მიანიშნებდეს? შესაძლებელია გენეტიკური იყოს ეს ფენომენი? თუ რაიმე დაავადების გამოვლინებასთან გვაქვს საქმე.თვითონ ის ადამიანი ჯამრთელია, არანაირი ჩივილები არა აქვს....

პასუხი
- თუ გაჭაღარავება დაიწყო 20 წლიდან, აქ უკვე შეიძლება ნაადრევ გაჭაღარავებაზე ვილაპარაკოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური განწყობის, ასევე გარემოს მავნე ფაქტორებისა თუ რომელიმე დაავადების ბრალი. 40 წლის ასაკში თმის გაჭაღარავება ნაადრევად არ ითვლება. თმის ფერის შეცვლა უმეტესად 35 წლიდან იწყება, მაგრამ არც უფრო ადრეულ ასაკში დაწყებაა გამორიცხული. ნაადრევი გაჭაღარავება დღეს იშვიათობას აღარ წარმოადგენს. მიიჩნევა, რომ მუქთმიანი ხალხი უფრო ადრე ჭაღარავდება, ვიდრე ქერა, მაგრამ შესაძლოა, ეს მხოლოდ გვეჩვენებოდეს, რადგან მუქი ფერის თმაში თეთრი ღერები უფრო მეტად შესამჩნევია.თმის გათეთრება მეტწილად ორგანიზმის დაბერების შედეგია. ასაკის მომატებასთან ერთად ქვეითდება პიგმენტის წარმომქმნელი უჯრედების ფუნქცია და წყდება მელანინის გამომუშავება. ამ ბუნებრივი პროცესის დაწყების დრო ყოველი ადამიანისთვის გენეტიკურად არის განსაზღვრული. მიიჩნევა, რომ ევროპელებს ჭაღარა დაახლოებით 34 წლიდან ერევათ, თუმცა ეს მიახლოებითი მონაცემია - უნდა ვიგულისხმოთ პლუს-მინუს 10 წელი, აზიელებს - 30-34 წლიდან, ხოლო შავკანიანების ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები დაახლოებით 43 წლიდან (ასევე პლუს-მინუს 10 წელი) ჭაღარავდებიან.  

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად