ყოველი კითხვის წინ სურვილი მიჩნდება, რომ გამოვხატ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

23-04-2014

- გამარჯობათ,ყოველი კითხვის წინ სურვილი მიჩნდება, რომ გამოვხატო თქვენდამი უსაზღვრო მადლობა ,უანგარო დახმარებისთვის. თქვენი მეშვეობით ბევრ საინტერესო და სასარგებლო რჩევას ვიღებთ, ამისთვის კიდევ ერთი დიდი მადლობა. რამდენიმე კითხვით მოგმართავათ 1.კარტოფილის პიურე რომელითვიდან მივცე პატარას? 2.ბავშვის დღის განრიგში როგორ გავანაწილო წყალი, ხილის წვენი და ჩაი?პატარა 5 თვისაა.3.კარაქით მომზადებული საკვები თუ შეიძლება და რას არ უნდა შეიცავდეს კარაქი ან რამდენ პროცენტიანი უნდა იყოს? 4.რძის ნაწარმი სამომავლოდ ქარქნული ჯობს თუ ოჯახში დამზადებული? 5. პირველი ფაფა რომელი ჯობს ბრინჯის თუ წიწიბურის? მადლობა

პასუხი

- 5–6 თვის ბავშვი დღეში საშუალოდ უნდა იკვებებოდეს 4-5-ჯერ, შუალედებით 4,5-3,5საათი. მისი ყოველდღიური მენიუ უნდა მოიცავდეს: დედის რძეს ან ადაპტირებული რძის ნარევი, ფაფა 150 გრამი წიწიბურას, შვრიის ან ბრინჯის. ბოსტნეულის პიურე (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო), 2 ჩაის კოვზი ხაჭო, გახეხილი ვაშლი ან მისი პიურე 3 სადილის კოვზი. ხილის ან სტაფილოს წვენი - 5 ჩაის კოვზი. ბოსტნეულის ან ხილის პიურე 80-100 გრამი, ნახევარი მოხარშული კვერცხის გული. 
კვების პროდუქტების განაწილების რიგი შესაძლოა თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ, კიდეც, კვებეთ ბავშვი ისე, როგორც ეს უპრიანია თქვენთვის და ბავშვისთვის; 
მიახლოებითი სქემა: კვების რეჟიმი ინდივიდუალურად, ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების გათვალისწინებით, პირად პედიატრთან შეთანხმებით დგება. ხელოვნურ კვებაზე მყოფმა 6 თვის პატარამ დამატებითი საკვები დღეში ორჯერ (ანუ ორ კვებაზე) უნდა მიიღოს. თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა, პედიატრმა უნდა გადაწყვიტოს, რა ასაკიდან მიიღებს იგი დამატებით საკვებს. 
თუ ბავშვი წონაში ჩამორჩება, არ ჰყოფნის დედის რძე, მაშინ დამატებითი საკვების მიცემას უფრო ადრე იწყებენ. 6 თვის პატარა უნდა იკვებებოდეს დღეში ხუთჯერ, ოთხსათიანი ინტერვალით. I კვება (სავარაუდოდ, 8 საათზე) - 200 მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. II კვება (12 საათზე) - 180-200 მლ 10%-იანი ფაფა და 30 გ გახეხილი ვაშლი. III კვება (16 საათზე) - 200 მლ ბოსტნულის სუპ-პიურე. IV კვება (20 საათზე) - 200 მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. V კვება (24 საათზე) - 200მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი.

საკვებში გამოიყენეთ ზეითუნის  ან სიმინდის ზეთი, რძის პროდუქტი შეგიძლიათ მისცეთ სახლში დამზადებული. წიწიბურას ფაფა ჯობია მისცეთ თავიდან. ბრინჯის ფაფა შეზღუდეთ, თუ აქვს შეკრულობა.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად