ჩემი გოგონა მალე 7თვის შესრულდება,ჭიპთან შევნიშნ... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-  ჩემი გოგონა მალე 7თვის შესრულდება,ჭიპთან შევნიშნე ამობურცული და ექიმმა თიაქარი მითხრა. გადავაწებეთ ქაღალდის ლეიკო რამაც ალერგია მიცა და ვეღარ ვაწებებ. მაინტერესებს რომელი ლეიკო შეიძლება გამოვიყენო და რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი. რამდენ ხანში გაუქრება თიაქარი? მადლობა წინასწარ.

პასუხი
- გამოიყენეთ ჰიპოალერგიული ლეიკოპლასტირი. იკითხეთ აფთაქებშ.
-  ჭიპის თიაქარი წარმოადგენს გამობერილობას ჭიპის მიდამოში. იგი დაბადებისას ბევრ ახალშობილს აქვს, მაგრამ ზრდის პროცესში, სამ-ოთხ წლამდე, უფრო ხშირად კი ერთ წლამდე, ყალიბდება მუცლის წინა ფარის კუნთები და აპონევროზი და თიაქარი იხურება. თუ ჭიპის თიაქარი ბავშვს სამ-ოთხ წლამდე არ დაეხურა, კეთდება ოპერაცია.
თიაქარზე უარყოფითად მოქმედებს შეკრულობა, მეტეორიზმი, ტირილი (ნერვულ ბავშვებს თიაქარი უფრო ხშირად ეზრდებათ ხოლმე). ჭიპის თიაქარი ბავშვებში პერიოდულად ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს. თუ თიაქარმა დიდ (2 სმ-მდე და მეტ) ზომას მიაღწია, ახალშობილობის პერიოდში შესაძლებელია მისი ლეიკოპლასტირით გამაგრება, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს მხოლოდ ექიმმა და მშობელსაც მან უნდა ასწავლოს. ბავშვთა ასაკში ჭიპის თიაქარი საშიში არ არის. ოპერაცია კეთდება გეგმურად 4-5 წლის ასაკში.  

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად