მოგესალმებით,ჩემი პრობლემა ჩემს 13წლის გოგონას ეხე... | სხეულის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხეულის ჰიგიენა

კატეგორია - სხეულის ჰიგიენა

10-04-2014

-მოგესალმებით,ჩემი პრობლემა ჩემს 13წლის გოგონას ეხება,მე მისი არა მარტო დედა არამედ მისი მასაწავლებელიც ვარ და შევნიშნე რომ რაგაც სულ ცალკე უნდა ჯდომა კლასში. რაგაცნაირი განმარტოვებული გახდა ჩემი პატარა და დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ გამიმხილა რო ოფლის სუნი მაწუხებს იღლიებიდანო და მართლაც აქვს ეს პრობლემა,თავს უვლის თითქმის ყოველდგე ივლებს წყალს მაგრამ მაინც არ შველის მალევე ისევ ოფლის სუნი აქვს,,რა ვუყო არ ვიცი ვდარდობ მეც რითი ვუშველო.?? არ მინდა ამან ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს,დამეხმარეთ გთხოვთ,ამ საკითხზე სხვას ვერ დაველაპარაკები თქვენს გარდა,,მემკვიდრეობითი აშკარად არარის,,,გმადლობთ.

პასუხი
-ჰიპერჰიდროზი, გაძლიერებული ოფლიანობა, მოზარდ ასაკში ორგანიზმის ცხოველმყოფელობის მატებით აიხსნება. ასეთ დროს სასურველია, მოზარდი ხშირად იღებდეს შხაპს, იტარებდეს სხვადასხვა ჰიგიენურ პროცედურას, შხაპის შემდეგ იყენებდეს ოფლის საწინააღმდეგო საშუალებებს.
გაითვალისწინეთ რჩევები:
ყოველდღე იბანეთ. გამოიყენეთ ანტიბაქტერიული საპონი.
ეცადეთ, დღის განმავლობაში იღლიისქვეშა და ნაოჭების მიდამოები ნაჭრით ან ქაღალდის ხელსახოცით გაისუფთაოთ. ამ გზით მოიშორებთ მკვდარ ქსოვილებს და ბაქტერიებს, რომლებიც სუნის წარმოშობაში მთავარ როლს ასრულებენ.
გამოიყენეთ დეზოდორანტები. გამოიყენეთ საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ ოფლის სეკრეციას.
გამოგადგებათ ტალკი, საჭმელი სოდა, საბავშვო ტალკი, კარტოფილის ფქვილი - თუ მათ პრობლემურ ადგილებზე მიიფრქვევთ, სისველეს შთანთქავენ და სუნს ჩაახშობენ. ეცადეთ, ჩაიცვათ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი (განსაკუთრებით - საცვლები). გარეცხეთ ისეთი საშუალებებით, რომლებიც სუნს სპობს.
აუცილებლობის შემთხვევაში ქვედა საცვალი გამოიცვალეთ უშუალოდ შინიდან გასვლის წინ.
აუცილებლად მოიშორეთ თმა იღლიისქვეშა ფოსოდან - სწორედ მასზე გროვდება ოფლი და ბაქტერიებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
ერიდეთ ცხარე და ტკბილ საკვებს. ნივრიანი და კვლიავიანი საკვების მიღების შემდეგ ოფლს მკვეთრი სუნი ეძლევა. ზოგჯერ ეს ეფექტი საკვების მიღებიდან 24 საათის განმავლობაშიც კი გრძელდება.
თუ ფეხები გიოფლიანდებათ:
ყოველდღე იბანეთ თბილი წყლით.
ატარეთ სუფთა, ნატურალური ქსოვილის წინდები. გამოიცვალეთ ყოველდღიურად.
ტერფებზე წაისვით კრემი, რომელიც შეიცავს მკვებავ და მადეზოდორირებელ ნივთიერებებს, მაგალითად, გლიცერინს.
მოათავსეთ წინდაში რამდენიმე ჩაის ფოთოლი. ჩადეთ ფეხსაცმელში და 1-2 დღე დატოვეთ. ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნი გაქრება.
ეფექტიანია ფეხის სპეციალური დეზოდორანტიც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ისხუროთ იგი თითებს შორის ეცადეთ, ფეხები ყოველთვის ნატურალური ქსოვილის ტილოთი გაიმშრალოთ.
გადაივლეთ ფეხებზე მუქი ჩაის ნაყენი. ჩაიში შემავალი ტანინები ამცირებენ ოფლის გამოყოფას.
ზოგადი რჩევა ასეთი: თვალყური ადევნეთ წონას, კვების რაციონში ჩართეთ მეტი წილი ხილი და ბოსტნეული, უნდა იკვებებოდეთ ჯანსაღი საკვებით, ერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს, მისდიეთ სპორტს.
დამატებით რჩევებს მიიღებთ თუ გაეცნობით სტატიას "დეზოდორები"
http://www.mkurnali.ge/profilaqtika/skheulis-higiena/3520-dezodorebi.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად