, ესე იგი არაერთ დერმატოლოგთან ვიყავი მისული და ზო... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

10-04-2014

-გამარჯობა, ესე იგი არაერთ დერმატოლოგთან ვიყავი მისული და ზოგი მეუბნება რომ მაქვს დისჰიდროზი, ზოგი მეუბნება რომ მაქვს მშრალი ეგზემა. არადა კანი სულ ძალიან ოდნავ მაქვს წითლად შეფერილი იმ ადგილებში სადაც აქერცლილი მაქვს, ზოგგან კიდევ პერიოდულად კანი მისკდება ხოლმე და მხოლოდ მეწვის ქავილით არ მექავება. და თან კანი მისკდება ამ აქერცვლის ადგილებში ან თითის სახრელებში ან თითის სახრელიდან ფრჩხილებამდე მონაკვეთში. და ეს დაავადება მაქვს უკვე მინიმუმ 5 წელია და გეხვეწებით და გემუდარებით იქნებ მითხრათ რა მალამო ვიხმარო იმიტომ რომ რამდენიმე დერმატოლოგთან სიარულის დროს პირიქით მთელ ხელის მტევნებზე მომედო ეს დაავადება და დავიღალე ძალიან. შევეცადე დეტალურად ამეღწერა და თუ მეტყვით რამე სამკურნალო საშუალებას დიდად მადლობელი დაგრჩებით. მადლობა წინასწარ.

პასუხი
-ეს ის შემთხვევაა როცა აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი და სწორი დიაგნიზის დასმა. დისჰიდროზისათვის დამახასიათებელია ბუშტუკოვანი გამონაყარიც, რადგან თქვენ ამის შესახებ არ გვწერთ, მაშინ შეიძლება ეკზემასთან გვქონდეს საქმე.
მცირე ინფორმცია და გარკვეულ რცევებს ჩვენს მოგცეთ: ხელის თითებზე ნახეთქების გაჩენას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ხელით ხშირი რეცხვა, აგრესიულ ნივთიერებებთან კონტაქტი (საღებავი, სარეცხი საშუალებები და სხვა), ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა (მკვეთრი აციება), ტენიანობის მკვეთრი შეცვლა (წვიმიანი ამინდების მკვეთი შეცვლა გვალვით). ნახეთქების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ეკზემა, სოკოვანი დაავადება ან ჰიპოვიტამინოზი, რომელიც ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობითაა განპირობებული. მიზეზების დადგენის და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნის მიზნით, გირჩევთ დერმატოლოგთან ვიზიტს.

ექიმთან ვიზიტამდე, გირჩვეთ, თავი შეიკავოთ რეცხვისგან (სარეცხი, ჭირჭელი) ან რეცხვის დროს გამოიყენოთ სპეციალური ხელთათმანები,  ხელის დასაბანად გამოიყენეთ არა ჩვეულებრივი ონკანის წყალი, არამედ ”ჭრილობის შემახორცებელი” ნახარშები (მრავალძარღვას, ჭინჭრის), ან 1:1 წყლისა და რძის ნარევი. ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად გამოიყენეთ საპნები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავენ (მაგალითად, დავის ფირმის). ღამე წაისვით ხელებზე დამატენიანებელი კრემი, მალამოებიდან გამოიყენეთ მეთილურაცილისა და A ვიტამინის 1:1 ნაზავი (თითო თითო ტუბიკი მეთილურაცილი და A ვიტამინი აურიეთ ერთმანეთში), დიპროსალიკი. დალეთ აევიტი, კვების რაციონი გაამდიდრეთ გოგრით, ხიზილალით, თევზით, სტაფილოთი.

კომენტარები
24 აპრილი 2014 15:44
საქართველოში დერმატოლოგები არიან მჩხიბავების დონეზე ! ერთმა ძალიან ცნობილმა დერმატოლობმა გოგონას დაუნიშნა 2 თვის განმავლობაში დოქსაციკლინი , პლიუს ამას სხვა ანტიბიოტიკიც იყო როგორც აბებში ასევე მალამოს სახით. ეს მოხდა ზაფხულში . გეკითხებით შეიძლება რომ 15 წლის ბავშვს რომელსაც ზურგზე აქვს გამონაყარი მისცე ასეთი დანიშნულება? გთხოვთ მიპასუხოთ!
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად