გთხოვთ ზუსტად გამცეთ პასუხი ძალიან ვნერვიულობ, ვარ... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

09-04-2014

-გთხოვთ ზუსტად გამცეთ პასუხი ძალიან ვნერვიულობ, ვარ 25 წლის 1 წლის წინ გადაღებულ გულის ექოსკოპიაზე დამიწერეს მიტრალური სარქვლის წინა კარედების მსუბუქი გამკვრივება და რეგურგიტაცია ასევე მსუბუქი ხარისხის სხვა დანარჩენი ნორმაში იყო. მქონდა ქრონიკული ტონზილტი და ამოვიჭერი გლანდები, რევმატიზმი არ მაქვს.ეხლა 2 თვის ორსული ვარ ძალიან მეშინია სარისკო ხომ არაა ჩემთვის ბავშვის გაჩენა? საკეისროს ვაპირებ, რადგან პირველი ბავშვი ასე მყავს. შეიძლება რამე დამემართოს? მადლობა

პასუხი
-ორსულობის დასაწყისში და გაესინჯეთ კარდიოლოგს და 28-32 კვირაზე გაიკეთეთ კარდიოექოსკოპიური გამოკვლევა, რათ დარწმუნდეთ რომ ყველაფერი კარგად მიდის. ნუ ღელავთ თუ არ გაქვთ სერიოზული დარღვევები, ორსულობის ბოლომდე მიტანა არ გაგიჭირდებათ, მოერიდეთ ვირუსულ ინფექციებს, ძალიან ნუ მოიმატებთ წონაში, იკონტროლეთ სისხლში ჰემოგლობინი და შარდში ცილა, პერიოდულად არტერიული წნევის ციფრები. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
გთავაზობთ 4 ეფექტურ საშუალებას, თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ.
"რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობამ შემაწუხა. თერაპევტმა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა მირჩია
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის ორგანიზმის საოცარი თავისებურება: თუ