-პირველ რიგში, გახსოვდეთ რომ "სასწრაფოდ" წონის დაკლება დაუშვებელია - სწრაფად დაკარგულ კილოგრამებს სწრაფადვე აღიდგენთ და უფრო მეტადაც მოიმატებთ წონაში. მთავარია, ისწავლოთ სწორი კვება და ფიზიკურად იყოთ აქტიური. მეორეც, მოზარდისთვის მკაცრი დიეტა დაუშვებელია.
უარი თვით სასუსნავებზე, ცხიმიან საკვებზე, გამორიცხეთ ტკბილეული,ტკბილი გაზიანი სასმელი, ცომეული და ღამით კვება. პირველ ეტაპზე ესეც საკმარისი იქნება წონის კლებისათვის.
აუცილებელია დაიტვირთოთ ფიზიკურად (დაკავდით თქვნთვის სასურველი სპორტით), კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, მაგრამ აუცილებლად მიიღეთ (ზომიერად) ხორცი და პური.
მოზარდი სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს, მოთხოვნილებისამებრ იღებდეს ვიტამინებსა და მინერალებს. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხილი, ბოსტნეული, ცილებით მდიდარი საკვები: ხორცი, ხაჭო, თევზი, რძე. აუცილებელია სამი ძირითადი კვება:
საუზმე, სადილი, ვახშამი - და ორი დამატებითი ხილის ხარჯზე. საუზმე მთავარია. ის, რასაც დილით ვიღებთ, განსაზღვრავს მეტაბოლური აქტივობის ტემპს მთელი დღის განმავლობაში. საუზმედ გირჩევთ ბურღულის ფაფას, ცეხვილი პურის ტოსტებს.
სადილად, კარგი იქნება, თუ მიირთმევთ წვნიანს, ბოსტნეულს, ქათმის, ინდაურის თეთრ ხორცს.
ვახშამი ყველაზე მსუბუქი უნდა იყოს.
და ბოლოს, დიეტა უნდა დანიშნოს დიეტოლოგმა, თქვენი ფიზიკური მონაცემების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.