ჩემი პატარა არის 3თვის ძუძუსთან ერთად პედიატრმა დ... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

07-04-2014

- ჩემი პატარა არის 3თვის ძუძუსთან ერთად პედიატრმა დამინიშნა დამატება ჰუმანა აირი ამოქაფებისთვის,ეს ორი დღეა კუჭში იყო შეკრული და ჭამის შგემდეგ აღებიებს რისი ბრალი შეიძლება იყოს?მე საწყენს არ ვწამ.თქვენ რას მირჩევთ,შეკრულობისთვის დავალევიე ლაგთოჯი როგორც პედიატრს ქონდა დანიშნული,მინდა ჰუმანა აირის ნაცვლად მივცე ქუმანა პრე მაგრამ ის ამაზე მეტი ტხელია და უფრო აგებიებს

პასუხი
-უმეტესად ეს ფუნქციური დარღვევის გამოვლინებაა და კუჭ-ნაწლავის უმწიფრობით არის გამოწვეული. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვილებს საყლაპავი შედარებით მოკლე აქვთ, მისი ქვედა სფინქტერი – კუჭისა და საყლაპავის საზღვარზე არსებული ბეჭდისებური კუნთი, რომელიც იკუმშება და საკვების უკან დაბრუნებას ხელს უშლის – ჯერ კიდევ არასრულფასოვნად მუშაობს. ამას ემატება ანატომიური გადახრებიც: დიაფრაგმის თიაქარი (მუცლისა და გულმკერდის გამყოფი კუნთოვანი ძგიდის ნორმაზე დიდი ხვრელი, სადაც საყლაპავის გარდა კუჭის ნაწილიც ადის) და სხვა დეფექტები, თორმეტგოჯა ნაწლავის არასრული შემობრუნება, რაც კუჭიდან საკვების ევაკუაციას ართულებს, საყლაპავის ტალღოვანი მოძრაობის – პერისტალტიკის – დარღვევა და მჟავას განეიტრალების პროცესის შენელება. დაბოლოს, განსაზღვრულ როლს ასრულებს კუთხე, რომლითაც საყლაპავი მილი უკავშირდება კუჭს.
კუჭის შიგთავსის საყლაპავში, პირის ღრუსა  და ცხვირში დაბრუნებას ხშირად უნებლიეთ მშობლებიც უწყობენ ხელს იმით, რომ:
* ბავშვი ხშირად ჰყავთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში;
* სწრაფად უცვლიან პოზას;
* უწესრიგოდ კვებავენ;
* აძლევენ ასაკობრივ ნორმაზე მეტ საკვებს;
* აჭმევენ სწრაფად – ამ დროს ბავშვი სიჩქარეში საკვებთან ერთად ჰაერსაც ყლაპავს (რასაც ექიმები აეროფაგიას ვუწოდებთ), ეს კი, გარდა იმისა, რომ ზრდის კუჭის შიგთავსის მოცულობას, აირების დაგროვებასაც უწყობს ხელს;
* არასწორად ურჩევენ საკვებს, მეტისმეტად ხშირად აძლევენ რძემჟავა ნარევებს – ასეთი კვება ზოგიერთ პატარას კუჭს უღიზიანებს და ღებინებას იწვევს;
* აქვთ კვების არასწორი ტექნიკა – ბუნებრივი კვების დროს ბავშვი არასწორად უკავიათ, ხელოვნურის დროს კი არასწორად აწვდიან ბოთლს;
* აცმევენ მოჭერილ ტანსაცმელს, მეტისმეტად მჭიდროდ უკრავენ საფენს, კვების დროს და მის შემდეგ მუცელზე ხელს აჭერენ ან ისეთ პოზიციაში უკავიათ, რომელიც მუცლის ღრუსა და მის ორგანოებზე ზეწოლას ზრდის.
ამიტომ მისდიეთ თვენი პედიატრსი რჩევებს და დამოუკიდებლად ნუ შეცვლით ნურაფერს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად