მყავს 4წლის გოგო,გასულ წელს მივიდა საბავშო ბაღში დ... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

07-04-2014

-მყავს 4წლის გოგო,გასულ წელს მივიდა საბავშო ბაღში და მას შემდეგ ყველა ვირუსი მომიტანა თუ კი რამე არსებობდა,გთხოვთ მირჩიოთ რამე იმუნიტეტის ასამაღლებლად,ან რა გავაკეთო რომ ასე ხშირად არ გამიცივდეს. წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
-არსებობს გრიპის საწინააღმდეგო აცრები, რაც უნდა გაუკეთოთ ბავშვს შემოდგომაზე.
-    იმუნიტეტის გაძლიერება კომპლექსური მიდგომის შედეგია და სამი მთავარი ნაწილისგან შედგება – კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნებრივი ანტიბიოტიკების გამოყენება.
-    ბავშვი არ უნდა მიაჩვიოთ თბილად ჩაცმას, თბილ ოთახში ძილს, ზომაზე თბილ წყალში ბანაობას, რადგან ზედმეტად ცხელი წყალი ან ოთახში ზედმეტი სითბო პატარას ორგანიზმში ბუნებრივი თერმორეგულაციის მექანიზმს არღვევს. მნიშვნელოვანია საათობრივი კვებაც, ასევე სუფთა ჰაერზე რეგულარულად სეირნობა. როგორც წესი, პატარები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ჰაერზე, უფრო აქტიურები და ჯანმრთელები არიან. თუ ბავშვი ნაკლებად აქტიურია, მოდუნებული, შესაძლებელია, საჭირო იყოს სამკურნალო ფიზკულტურის ან ზოგადგამაჯანსაღებელი ვარჯიშების ჩატარება.
-    პატარას გაკაჟებისთვის სასარგებლოა ფეხშიშველი სიარული ბალახზე, ქვიშაში, ზომიერად მზის აბაზანები. მუდმივად გაანიავეთ ოთახი, სადაც ბავშვი იმყოფება. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერის ტენიანობაც. რაც უფრო ტენიანი და სუფთაა ჰაერი, მით ნაკლებად მრავლდებიან ასეთ გარემოში ვირუსები და ბაქტერიები. შედეგად, ბავშვი დაცულია უსიამოვნებებისგან.
-    გაკაჟებისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდი გრილ წყალში ბანაობა ან კონტრასტული შხაპია. დასაწყისში საჭიროა განსაკუთრებით ყურადღებით იყოთ ბავშვის მიმართ, რათა თავიდანვე ცივ და გრილ წყალში ბანაობა, კონტრასტული აბაზანა, გრილი ჰაერი მისთვის სტრესული არ აღმოჩნდეს. სტრესი კი ორგანიზმის დასუსტებას უწყობს ხელს.
-    არ შეიძლება ბავშვს ცივი წყალი გადაავლოთ ჯერ ფეხებზე, მერე ხელებზე. ამან შესაძლოა ბრონქიტის განვითარებას შეუწყოს ხელი. სწორი იქნება, ჯერ 36 გრადუსიან წყალში აბანაოთ, შემდეგ კი მთელ სხეულზე გრილი გადაავლოთ. ასეთი აბაზანის მიღების შემდეგ ნუ იჩქარებთ ბავშვის შეფუთვას. ნელ–ნელა შეამშრალეთ და სათანადოდ ჩააცვით.
-    იმუნური სისტემის სიძლიერე და მისი მდგომარეობა მჭიდროდაა დაკავშირებული იმასთან, თუ რას ვჭამთ, როგორ საკვებ პროდუქტებს ვანიჭებთ უპირატესობას. ამდენად, მნიშვნელოვანია ნებისმიერმა მშობელმა თავიდანვე განსაზღვროს, რა არის კარგი მისი შვილისთვის და რისი მიცემა არ არის საჭირო.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად