–მაინტერესებს ჰიპერკერატოზი განკურნებადია? | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

07-04-2014

–მაინტერესებს ჰიპერკერატოზი განკურნებადია?

პასუხი
–მოგვწერეთ რომელი მიდამოს ჰიპერკერატოზზე გვეკითხებით, რომ კონკრეტულად გაგცეთ პასუხი.
ჰიპერკერატოზი არის კანის ეპიდერმისის გაძლიერებული გარქოვანება (გასქელება). -თავისთავად ჰიპერკერატოზი არ არის დამოუკიდებელი დაავადება. ერითროდერმიის, იქტიოზის და სხვა დაავადებების დროს აღინიშნება ეპიდერმისის გარქოვანებისა და გასქელების პროცესისი დარღვევა, და ცხადია ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ძირითადი დაავადების მკურნალობა.
სრულიად ჯანმრთელ პირებსაც აღენიშნებათ ჰიპერკერატოზი ტერფებზე, იდაყვებსა და მუხლებზე. ჰიპერკერატოზის განვითარება უკავშირდება როგორც გარეგან (ხახუნი, ხანგრძლივი ზეწოლა და ა.შ), ისე შინაგან (ჰიპოავიტამინოზი А, პროფესიული ინტოქსიკაცია ) ფაქტორებს.
რამდენადაც ტერფებზე დიდ დატვირთვა ხორციელდება ამიტომ ეს ნაწილი ჰიპერკერატოზის განვითარებისკენ უფრო მიდრეკილია; ვიწრო, ასევე დიდი ზომის ფეხსაცმელი ხელს უწყობს ტერფების კანის გასქელებას.
სხეულის ჭარბი წონისა და მაღალი ტანის დროს მრავალჯერ იზრდება დატვირთვა ტერფებზე. ხერხემლის ამორტიზაციის დარღვევისას - ჰიპერკერატოზი ხშირად გვხვდება პირებში, რომელთაც აღენიშნებათ თანდაყოლილი ტერფმრუდობა, ბრტყელტერფიანობა და შეძენილი (ოპერაციის შემდგომი, პოსტტრავმული) ტერფის პათოლოგია.
ჰიპერკერატოზის ენდოგენურ მიზეზებს მიეკუთვნება სხვადასხვა სისტემური, ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები. უფრო ხშირად ასეთი დაავადებებია შაქრიანი დიაბეტი;
იშვიათ მიზეზებს შორის არის კერატინის წარმოქმნის მემკვიდრული დარღვევა, კანის იქტიოზი, კერატოდერმია, ფსორიაზი და სხვა დაავადებები, რომელსაც ახლავს ეპიდერმისის მდგომარეობის ცვლილება. ვულგარული ფერიმჭამელის დროს მემკვიდრეობითი ან А და С ვიტამინის ნაკლებობისას ჰიპერკერატოზი აღინიშნება ზურგის, მკერდის და სახის არეში.
სოკოვანი დაავადებისას ადგილი აქვს ფრჩხილის ფირფიტის გარქოვანებას.
ჰიპერკერატოზი შეიძლება განვითარდეს საშოს ყელის მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის გარქოვანებისას (ლეიკოპლაკია). მისი მკურნალობა ხდება მისი მოშორებით და შემდგომი გაპრიალებით, აღნიშნული უბნის წინასწარი დარბილებით წყლით ან ქიმიური დამარბილებლებით (ქაფი, გელი).
ლეიკოპლაკიას მკურნალობენ ლაზეროკოაგულაციით. ზოგიერთი პათოლოგისას, როცა ირღვევა მომწიფება გარქოვანებული ეპითელის, ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.
აღნიშნულის პროფილაქტიკის მიზნით ჰიგიენასთან ერთად რეკომენდებულია დამარბილებლების და სკრაბების გამოყენება, რომლებიც ერთდროულად ეფექტურად აახლებენ, აქერცლავენ და კვებავენ კანს.
ფოლიკულარული ჰიპერკერატოზის დროს გამოიყენება ადგილობრივად სტეროიდები, მცირე კურსებით ანთების მოსახსნელად და ფოლიკულარული ჰიპერკერატოზის სიწითლის მოსახსნელად. ერთერთი მარტივი მეთოდი ჰიპერკერატოზის სამკურნალოდ არის ალოე. ალოეს წვენს აქვს დერმატოგენური გამაჯანსაღებელი მოქმედება, დადებითად მოქმედებს კანის პრობლემურ უბნებზე.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად