გთხოვთ დამეხმაროთ!უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც უძი... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

04-04-2014

-გთხოვთ დამეხმაროთ!უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც უძილობა მაწუხებს.ღამით მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეძინება ვერაფრით ვიძინებ.მერე მთელი დღე გამოფიტული ვარ, თვალები ისე მაქვს ამოშავებული, რომ ხალხს ეშინია. ამის გამო ვეღარც ვმეცადინეობ, ეგრევე ვითიშები, არადა 16წლის ვარ და 4 გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი.მშობლები ყურადღებას არ აქცევენ ჩემს თხოვნას ფსიქოლოგთან მისვლაზე.ვიცი, რომ ძილის წამლებს ურეცეპტოდ არ გასცემენ.ინტერნეტში წავაწყდი ინფორმაციას მცენარეულ ანტიდეპრესანტებზე, რომლებსაც რეცეპტი არ სჭირდებათ.იქნებ მითხრათ როგორ მოქმედებენ ეს წამლები ან სხვა რაიმე წამალი მირჩიოთ.

პასუხი
-დაუშვებელია ანტიდეპრესანტის (თუნდაც ბუნებრივის) ექიმის დანიშნულების და დოზის შერჩევის გარეშე მიღება!!!!
თქვენ, როგორ ჩანს გადაირალეთ მეცადინეობით, ამას ემატება გარდატეხის ასაკი და ეს ყველაფერი გამოვლინდა ადგიილად დაღასა და უძილობაში. ჩვენ გირჩევთ სთხოვოთ მშობლებს და გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი და გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა. რაც შეეხება უძილობას და გადაღლას, რამდენიმე რჩევას მოგცემთ: შეიძლება დამამშვიდებელი საშუალებების (მაგალითად ვალერიანი 2 აბი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე ) მიღება, ძილის წინ ოთახის განიავება, სუფთა ჰაერზე გასეირნება, ძილის წინ არც ტელევიზორის ყურებას ან კომპიუტერთან მუშაობას არ გირჩევთ. არ მიეცეთ ფიქრებს, არ ივახშმოთ გვიან, ნუ დალევთ ყავას და სხვა აღმგზნებ სასმელებს. დამატებით რჩევებს გაეცანით ჩვენი ვებ გვერდის სტატიიდან "უძილობა სერიოზული პრობლემაა"
http://www.mkurnali.ge/skhvadaskhva/rchevebi/3713-udziloba-seriozuli-problemaa.html

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად