მყავს 6 თვის ბიჭი. გარგრის ჩირის კამპოტი რომ გავუკ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

04-04-2014

-მყავს 6 თვის ბიჭი. გარგრის ჩირის კამპოტი რომ გავუკეთო სასარგებლოა და თუ შეიძლება???რა წვენები შეიძლება 6 თვის ბავშვისთვის? მადლობთ

პასუხი
-შეგიძლიათ მისცეთ. ჩვეულებრივ, პირველად პატარას სთავაზობენ ვაშლის წვენს, შემდეგ მსხლის, ქლიავის, ატმისა და გარგარის წვენებს. ჩვილისთვის წვენების გაცნობა შეგიძლიათ გოგრის წვენითაც დაიწყოთ. მას პატარას ორგანიზმი ადვილად ითვისებს, თანაც ნაკლებალერგიულია. ქლიავი, ატამი და გარგარი დაგეხმარებათ შეკრულობის დროს. ციტრუსებთან, მარწყვთან და კივთან ნაცნობობას ნუ იჩქარებთ.
წვენის დღიური ნორმა 6 თვის ბავშვისთვის 50-60მლ -ია.
სტაფილოს წვენის მიღება შეიძლება 6 თვიდან ყველა ახალი საკვების დამატება იწყება ერთი კოვზიდან, კარგად ატანის შემთხვევაში რაოდენობა იზრდება. მოიცადეთ სამი დღე, სანამ კიდევ რაიმე ახალს გაასინჯებდეთ - თუ ბავშვს გამოაყარა, ღებინება ან ფაღარათი დაეწყო, ადვილად დაადგენთ, რომელმა საჭმელმა აწყინა; წვენი არ უნდა შევურიოთ საკვებს, ანუ არ უნდა მივცეთ ბავშვს ჭამის დროს. უმჯობესია, დავალევინოთ კვებიდან კვებამდე შუალედში, თუნდაც ჭამამდე 30 წუთით ადრე.
წესი მეორე: ახალგამოწურული წვენი უნდა განაზაოთ წყლით, თანაფარდობით 1:1. ეს იმიტომ, რომ კონცენტრირებული, განუზავებელი წვენი თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ხოლო განზავებული, პირიქით, ასტიმულირებს. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება კი კუჭის ფერმენტული აქტივობის შემცირებას იწვევს;
წვენი გამოწურვისთანავე უნდა დალიოთ. თუ 30 წუთზე მეტხანს შეინახავთ, იგი დაკარგავს სასარგებლო თვისებების უმეტესობას. ბუნებრივი კონსერვანტია ლიმონის წვენი, ამიტომ თუ მის რამდენიმე წვეთს დაუმატებთ, სასმელი 30 წუთის შემდეგაც შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ უმჯობესია, ბავშვი ჯერ ხილფაფას შეაჩვიოთ და წვენი მერე მისცეთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად