–ვარ 14 კვირის ორსული.შემხვდა ვირუსი,ხველებაზე ექი... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

04-04-2014

–ვარ 14 კვირის ორსული.შემხვდა ვირუსი,ხველებაზე ექიმმა მუკალტინი დამინიშნა მაგრამ ვერ ვნახე.სხვა რა შეიძლება დავლიო? და მაქვს ძლიერი თავის ტკივილი.ერთი აბი ციტრამონი დავლიე,იმოქმედებს ნაყოფზე?რა შეიძლება დავლიო თავის ტკივილის დროს?

პასუხი
–ასეთ დროს შეგიძლიათ სვათ მრავალძარღვას და შავი მოცხარის ფოთლების ჩაი. კარგია ხახვის სიროფიც: საშუალო ზომის ხახვი კანკანად გარეცხეთ, დაფარეთ წყლით, დაამატეთ 50 გრამი შაქარი და 30-40 წუთს ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ. სვით თითო ჩაის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, უმჯობესია, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
ეფექტურია ორთქლის ინჰალაციაც: კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, ჩაამატეთ ევკალიპტის ფოთლები, კიდევ 2-3 წუთს დატოვეთ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით, გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და 5-7 წუთი ისუნთქეთ ნახარშის ორთქლი. უშუალოდ პროცედურის წინ შეგიძლიათ ჩააწვეთოთ სოჭის ზეთი.
ძალიან ეფექტურია თაფლის მასაჟი - აცხრობს ხველას და აქვეითებს ტემპერატურას. აიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, შეათბეთ 40 გრადუსამდე, დაისველეთ მასში თითის წვერები და ნელა შეიზილეთ მკერდის ძვლის მიდამოში. მასაჟი გააგრძელეთ 1-2 წუთს. გაიმეორეთ მეორე და მესამე დღესაც.
ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ალთეს სიროფი ან მუკალტინის აბები.
რაც შეეხება თავის ტკივილს,ორსულმა შეიძლება მიიღოს ციტრამონი. მაგრამ სასურველი არ არის სისტემატიური მიღება.
ორსულთათვის უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებელს წარმოადგენს პარაცეტამოლი.
თქვენს შემთხვევაში თავის ტკივილი ალბათ რესპირატორულ დაავადებას უკავშირდება, მაგრამ ზოგადად, თუ თავის ტკივილი შემდგომშიც იქნება თქვენი ჩივილი, მაშინ  აუცილებლად უნდა გაიზომოთ წნევა, თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ჰიპერტენზიით, ასევე ჰიპოტონიით. სასურველია სისხლში გემოგლობინის და გლუკოზის განსაზღვრა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად