მაინტერესებს რატომ ხდება ე.წ "ძარღვის განასკვა". ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

03-04-2014

-გამარჯობათ, მაინტერესებს რატომ ხდება ე.წ "ძარღვის განასკვა". ჩემს მეუღლეს ემართება ხშირად ბოლო დროს ორივე ფეხზე ძალიან ძლიერად, თან დიდხანს უგრძელდება. მაინტერესებს საშიში ხომ არ არის? მადლობა წინასწარ.

პასუხი
-ამ ჩივილის მიზეზი სისხლის თვისებების ცვლილებების გარდა (მისი სიბლანტის მომატება) შეიძლება იყოს გადაჭარბებული (ან ზომიერიც) კუნთოვან გადაღლა; ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის გადაცივება, მაგალითად, ცივ წყალში ბანაობა ან გარემოს დაბალი ტემპერატურა.
კუნთოვანი სპაზმი შეიძლება განვითარდეს უხერხულ პოზაში დიდხანს ყოფნის დროსაც (კუნთის ნერვის მიჭყლეტის გამო.
ფეხის ქსოვილებში კალციუმის იონების ნაკლებობაც იწვევს ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის მომატებას. თავდაპირველად ვითარდება კუნთოვანი სისუსტე, დაღლილობა. დროთა განმავლობაში ეს სიმპტომები გადაიზრდება კუნთოვან ტოკვაში, ფეხის კრუნჩხვასა და ტერფის სპაზმში.
ვარიკოზული დაავადებისთვის დამახასიათებელია კრუნჩხვების განვითარება ღამით, ძილის დროს. ზოგჯერ ფეხის კუნთების სპონტანური კრუნჩხვები ორგანიზმის რომელიმე ფარული დაავადების მანიშნებელია.
კრუნჩხვის მიზეზის დასადგენად აუცილებელია ანალიზებისა და გამოკვლევების ჩატარება; საჭიროა არა მარტო ფლებოლოგის კონსულტაცია, არამედ ნივთიერებათა ცვლის განსაზღვრა, ენდოკრინოლოგსა და ნევროლოგთან ვიზიტი.
კრუნჩხვის პროვოცირება შესაძლოა ბრტყელტერფიანობამაც მოახდინოს. ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ ფეხის კუნთების კრუნჩხვები, წესისამებრ, გაივლის. კრუნჩხვის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი ნივთიერების (ნიკოტინის, კოფეინის) ჭარბი გამოყენებაც.
ჩვენი რჩევა იქნება, პირველ ეტაპზე, სისხლში განსაზღვრეთ კალციუმის დონე და ნაკლებობის შემთხვევაში მიიღოთ კალციუმის და მაგნიუმის შემცველი პრეპარატები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად