მოგესალმებით.ძალიან მიყვარხართ.მყავს 7 თვის ბიჭი.თ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

03-04-2014

-მოგესალმებით.ძალიან მიყვარხართ.მყავს 7 თვის ბიჭი.თავიდანვე მყავდა ბუნებრივ კვებაზე.6 თვიდან დავუმატე ფაფები,ბოსტნეული.სულ ძალით ვაჭმევ..არაფერზე პირს არ აღებს.სულ ძალით ვატენი ბოსტნეულსაც,ფაფებსაც..ჭამს მარტო ვაშლს და ბანანს.7 თვემდე მოვედით სულ წვალებით.მაგრამ 4 სუფრის კოვზამდე მაინც ავდიოდით.რა გავაკეთო..ვიტამინებს ვაძლევ.სისიხლის ანალიზი ავუღე. ნორმაში აქვს.როგორ ვაჭამო ან ძალით ესე შეიძლებაა? ძალიან ვნერვიულობ,მიპასუხეთ გთხოვთ

პასუხი
-ამ ასაკში ვიტამინების დახმარებით მადის მატების ალბათობა ნაკლებია,ამიტომ თუკი პედიატრი არ თვლის საჭიროდ მისი მიღების აუცილებლობას, ნუ მისცემთ.
ბავშვის გემოვნება, დამოკიდებულება საკვების მიმართ (დადებითი თუ უარყოფითი) ხშირად არამუდმივია და მხოლოდ რამდენიმე თვე თუ გასტანს ხოლმე, რის გამოც, შიგადაშიგ, განმეორებით (დაძალების გარეშე) სცადეთ გაასინჯოთ ბავშვს ახალი სახის საკვები.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს საკვებისგან სიამოვნების მიღებაში:
-მკაცრად დაიცავით კვების რეჟიმი.
- გამოიჩინეთ დიდი მოთმინება , როდესაც ბავშვს საჭმელს აჭმევთ. თქვენი ნეგატიური განწყობით უფრო ამძაფრებთ სიტუაციას.
- თუ ბავშვი უარს აცხადებს საჭმლის მიღებაზე გამოტოვეთ ის კვება;
- გარკვეული დროის განმავლობაში 1,5-2 თვე მოუმზადეთ ბავშვს ის საკვები, რომელიც მას უნდა. მოგვიანებით კი ნელ ნელა შეცვალეთ.
- უყიდეთ მას ლამაზი ჭურჭელი (ნახატებით გაფორმებული), გააფორმეთ მაგიდა.
- შეეცადეთ, რომ ბავშვი სადილობისას არ იყოს აღგზნებულ მდგომარეობაში. ცოტა ხანი ეთამაშეთ მას რაიმე წყნარი თამაში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად