მაქვს ასეთი შეკითხვა 4 ექიმთან ვიყავი ზოგმა მითხრა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

27-03-2014

-მაქვს ასეთი შეკითხვა 4 ექიმთან ვიყავი ზოგმა მითხრა ეგზემააო ზოგმა ა ვიტამინის ნაკლებობა. ამ ჟამად ვსვავ ა ვიტამინით გაჯერებულ წამლებს, ვისმევ რამოდენიმე მალამოს აქამდე დამსკდარი მქონდა ხელის გული თითებს შორის ახლა გაწითლებუული და თან მიპრიალებს დამწვრის შეხედულება აქვს დავიგალე ამდენი მკურნალობით რა შეიDლება იყვეს? როგორც ეგზემას ახასიათებს ბუშტუკები ესეთი რამე არ მქონია, ლაქტაციის პერიოდში დამეწყო.

პასუხი

- ხელზე ნახეთქების გაჩენას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ხელით ხშირი რეცხვა, აგრესიულ ნივთიერებებთან კონტაქტი (საღებავი, სარეცხი საშუალებები და სხვა), ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა (მკვეთრი აციება), ტენიანობის მკვეთრი შეცვლა (წვიმიანი ამინდების მკვეთი შეცვლა გვალვით). ნახეთქების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ეკზემა, სოკოვანი დაავადება ან ჰიპოვიტამინოზი, რომელიც ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობითაა განპირობებული. მიზეზების დადგენის და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნის მიზნით, გირჩევთ დერმატოლოგთან ვიზიტს.
ექიმთან ვიზიტამდე, გირჩვეთ, თავი შეიკავოთ რეცხვისგან (სარეცხი, ჭირჭელი) ან რეცხვის დროს გამოიყენოთ სპეციალური ხელთათმანები,  ხელის დასაბანად გამოიყენეთ არა ჩვეულებრივი ონკანის წყალი, არამედ ”ჭრილობის შემახორცებელი” ნახარშები (მრავალძარღვას, ჭინჭრის), ან 1:1 წყლისა და რძის ნარევი. ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად გამოიყენეთ საპნები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავენ (მაგალითად, დავის ფირმის). ღამე წაისვით ხელებზე დამატენიანებელი კრემი, მალამოებიდან გამოიყენეთ მეთილურაცილისა და A ვიტამინის 1:1 ნაზავი (თითო თითო ტუბიკი მეთილურაცილი და A ვიტამინი აურიეთ ერთმანეთში), დიპროსალიკი. დალეთ აევიტი, კვების რაციონი გაამდიდრეთ გოგრით, ხიზილალით, თევზით, სტაფილოთი.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად