რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. მაქვ ასეთი შეკითხვა. გაციების მერე თითქმის ყოველთვის გამომდის ტუჩზე ჰერპესი და ამასთან ტუჩიც მისივდება ძალიან. სრულად რომ გამიქრეს სადღაც 4-5 დღე სჭირდება ხოლმე, არადა ისეთი სამსახური მაქვს ხალხთან მიწევს კონტაქტი და მაგის დროს ვერსად ვერ გავდივარ ხოლმე. ვიცი რომ ეს გამოწვეულია იმუნიტეტის დაქვეითებასთან. რა შეიძლება ვუშველო ამ დაავადებას? სულ გათავისუფლება ამ ვირუსისგან მე როგორც ვიცი შეუძლებელია და იქნებ მირჩიოთ როგორ შევამსუბუქო ეს ვითარება? გამოვიდეს მარტო ჰერპესი და ტუჩი ნუ გამისივდება და რა შეიძლება ამისთვის გავაკეთო? დიდი მადლობა
პასუხი
-ჰერპესი ქრონიკული ხასიათის დაავადებაა, ანუ მისგან საბოლოოდ განკურნება შეუძლებელია, ჰერპეს ვირუსი რჩება ორგანიზმში და მისთვის სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში (მაგალითად, იმუნიტეტის დაქვეითება, ცხელებით მიმდინარე დაავადებები. განსაკუთრებით პნევმონია, გრიპი, მალარია, სტრესი, მენსტრუცია, ინსოლიაცია, ტუჩების ტრავმა. ზოგჯერ რეციდივის მიზეზი უცნობი რჩება) აქტიურდება. ჰერპესის მკურნალობის არსს წარმოადგენს მისი არააქტიურ ფაზაში გადაყვანა. ზოგადად, მკურნალობის თვალსაზრისით (ანუ ფარულ ფაზაში გადაყვანის თვალსაზრისით) ეფექტურია შინაგანად მისაღები ანტივირუსული პრეპარატები (რომელიც დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს). ანტივირუსული პრეპარატების ადგილობრივ გამოყენებას აზრი არ აქვს - ვირუსი ნერვულ განგლიებში ბუდობს და კანზე წასმული ანტივირუსული საშუალება მას ვერაფერს დააკლებს. თუმცა აუცილებელია დაზიანებული არის სათანადო მოვლა მეორეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად: ხშირი ბანა, ანტისეპტიკური ხსნარებით (ფიზიოლოგიური ხსნარით, უფერო კასტელანით) დამუშავება. ექიმი ნიშნავს ისეთ საფენებს, რომლებიც წყლულებს აშრობს და მათ სწრაფ ეპითელიზაციას (შეხორცებას) უწყობს ხელს. პირველი ნიშნის გამოჩენისთანავე შეგიძლიათ ვალერიანის ან ვალოკორდინის წვეთებში დასველებული ბამბით დაიმუშაოთ ჰერპესული კერა. უპირატესად ინიშნება აციკლოვირის (ზოვირაქსის კრემი, ჰერპევირის მალამო) შემცველები.