მინდა გკითხოთ გლუმორულონეფრიტის ჰიპერტონულ ფორმაზ... | ნეფროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნეფროლოგია

კატეგორია - ნეფროლოგია

21-03-2014

-გამარჯობათ მინდა გკითხოთ გლუმორულონეფრიტის ჰიპერტონულ ფორმაზე.რა დაავადებაა რამდენად საშიშია სად შეიძლება მისი მკურნალობა?და რა არის საუკეთესო და ეფექტური გზა ამ დაავადების განსაკურნად?შეიძლება თუ არა იყოს ეს დაავადება გამომწვევი მიზეზი მაღალი წნევებისაა?

პასუხი
-ბოლოდროინდელი გამოკვლევები ავლენს მჭიდრო კავშირს ჰიპერტონიულ დაავადებასა და გლომერულონეფრიტს შორის.
ქრონიკული გლომერულონეფროტის ერთერთი ფორმაა ჰიპერტონული ფორმა. ხანგრძლივი დროის გამავლობაში სიმპტომებს შორის სჭარბობს არტერიული ჰიპერტენზია, მაშინ როდესაც შარდის სინდრომი ნაკლებადაა გამოხატული. იშვიათად ქრონიკული გლომერულონეფრიტი ვითარდება ჰიპერტონული ტიპით გლომერულონეფრიტის პირველი შეტევის შემდეგ, მაგრამ ხშირად შედეგია მწვავე გლომერულონეფრიტის ლატენტური ფორმის განვითარებისა. არტერიული წნევა აღწევს 180/100 – 200/120 მმ.ვწყ.სვ და შესაძლებელია მისი საკმაო მერყეობა დღის განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით. ვითარდება გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიითა, მეორე ტონის აქცენტი აორტაზე. როგორც წესი, ჰიპერტენზია იძენს ავთვისებიან ხასიათს.
აღინიშნება თვალის ფსკერის ცვლილებები ნეირორეტინიტის სახით.
არის ასევე გლომერულონეფრიტის შერეული ფორმა. ამ ფორმის დროს ერთდროულად ადგილი აქვს ნეფროზულ და ჰიპერტონულ სინდრომებს.
მკურნალობა: დიეტოთერაპია ნატრიუმისა და ცხოველური ცილის შეზღუდვით. რეჟიმი სტაციონარულია. აუცილებელია ლატენტური ინფექციის კერების სანაცია.
თერაპიის ეფექტურობას განსაზღვრავს ძირითადი დაავადების ხასიათი და ნეფროპათიის მორფოლოგიური თავისებურებები.
პროგნოზი დროული და ადეკვატური მკურნალობისას შესაძლოა იყოს კეთილსაიმედო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინიშნება წოლითი რეჟიმი და დიეტა. სუფრის მარილის მკვეთრად შემცირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის გაძლიერებული გამოყოფა და შეშუპებითი და ჰიპერტონული სინდრომის ლიკვიდაცია.
ცილების მოხმარების ხანგრძლივად შეზღუდვა მწვავე გლომერულონეფრიტის დროს არასაკმარისადაა დასაბუთებული, ვინაიდან აზოტოვანი შლაკების დაგროვება როგორც წესი, არ აღინიშნება.
ცილოვანი პროდუქტებიდან უმჯობესია ხაჭო, ასევე კვერცხის ცილა. ცხიმები დასაშვებია 50 – 80 გ/დღეში. დღიური კალორიულობის უზრუნველსაყოფად უმატებენ ნახშირწყლებს.
სითხე შესაძლებელია 600 – 1000 მლ/დღეში.
ანტიბაქტერიული თერაპია ნაჩვენებია ინფეცქიასთან აშკარა კავშირის დროს, მაგალითად გახანგრძლივებული სეპტიკური ენდოკარდიტის დროს, ქრონიკული ტონზილიტის დროს. ქრონიკული ტონზილიტის დროს ნაჩვენებია ტონზილექტომია,გლომერულონეფრიტის მწვავე გამოვლინებების გაქრობიდან 2 – 3 თვის შემდეგ. თუკი ორგანიზმში არსებობს ინფექციაც, აუცილებელია ანტიბიოტიკების დანიშვნაც.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს და განსაკუთრებით ეკლამფსიის დროს ნაჩვენებია კომპლექსური ჰიპოტენზური თერაპია პერიფერიული ვაზოდილატატორებით.
ეს არის ზოგადი ინფორმაცია, რაც ამ ფორმატში მუშობის პირობებში შეგვიძლია მოგაწოდეთ, დაკონკრეტება (დიაგნოზის დაზუსტება, მკურნალობის დანიშვნა) კი უნდა მოხდეს პაციენტის მდგომარეობის უშუალო გაცნობის შემდეგ სპეციალისტის მიერ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად