მყავს ავად 72 წლის მამა რომელსაც გაუკეთდა ოპერაცია... | ონკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია

კატეგორია - ონკოლოგია

21-03-2014

-მყავს ავად 72 წლის მამა რომელსაც გაუკეთდა ოპერაცია და ამოაჭრეს 5მეტრო ნაწლავი სადაც აგმოაჩნდა სიმსივნური წანაზარდები, ამის შედეგად გვიძლზე აქვს გადასული სიმსივნე და დაკვირვებიდან გამომდინარე გვიძლზე ლაქები მოემატა ამდროის მანძილზე, ვასმევდი (ქსელოდას) მაგრამ ვერ დაეხმარა ამ პრეპარატმა ძაან, ამიტო მითხრეს (გა40) და რას მირჩევთ კარგი პრეპარატია? თუ რაიმე იცით კიდე მირჩიეთ გთხოვთ!!

პასუხი
-წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდების თანახმად, სამკურნალო პრეპარატი გა-40 ხასიათდება პირდაპირი ანტისიმსივნური და არაპირდაპირი, იმუნიტეტით განპირობებული ციტოტოქსიკური მოქმედებით სიმსივნური წარმონაქმნის უჯრედებზე.
ჩვენებები: ავთვისებიანი წარმონაქმნების მკურნალობის მიზნით:
- გა-40-ით მონოთერაპიული მკურნალობა რეკომენდებულია – სიმსივნის განვითარების ადრეულ სტადიებზე.
- გა-40-ით მკურნალობა რეკომენდებულია ქირურგიულ ჩარევამდე. ცნობილია, რომ ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის მომენტიდან 70% შემთხვევაში ფარული მეტასტაზები უკვე გავრცელებულია ორგანიზმში, თუმცა მათ განვითარებას თრგუნავს ავთვისებიანი სიმსივნის პირველადი კერა. ამავე დროს ონკოავადმყოფებში იმუნური სისტემის ანტისისიმსივნური რგოლები, სისმსივნური წარმონაქმნის ზემოქმედების შედეგად, როგორც წესი, დაქვეითებულია ან პრაქტიკულად უმოქმედოა.
გა-40-ით მკურნალობა ქირურგიულ ჩარევამდე უზრუნველყოფს იმუნური სისტემის მაჩვენებლების ნორმალიზაციას და არსებული ფარული მეტასტაზების გაწოვას, შესაბამისად ორგანიზმში არსებული ავთვისებიანი სიმსივნის პირველადი კერის ლოკალიზაციას.
- გა-40 მკურნალობა რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ოპერაციის შედეგად მიღებული სტრესი, განსაკუთრებით პირველი 7 დღის პერიოდში, როგორც წესი იწვევს იმუნიტეტის ძლიერ დაქვეითებას, რაც ზრდის ინფექციებისა და ახალი მეტასტაზების განვითარების რისკს.
გა-40-ის გამოყენება ქირურგიული ჩარევის შემდგომ აღადგენს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს ახალი მეტასტაზებისა და ინფექციების გავრცელების თავიდან აცილებას და განაპირობებს პოსტოპერაციული აღდგენითი პროცესების დაჩქარებას.
- გა-40 გამოყენება რეკომენდირებულია სხივურ და ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში (თერაპიის წინ, პარალელურად და მის შემდგომ პერიოდში). ქიმიო- და სხივური თერაპიის ტოქსიკური მოქმედება ონკოავადმყოფების ორგანიზმზე ხშირ შემთხვევებში იწვევს მძიმე გართულებებს და მკურნალობის იძულებით გადავადებასა და ზოგჯერ შეწყვეტასაც კი. პრობლემას წარმოადგენს ასევე ქიმიოპრეპარატების მიმართ ავთვისებიანი უჯრედების საწყისი და მკურნალობის ფონზე განვითარებული რეზისტენტულობა, რის გამოც სიმსივნური უჯრედები მდგრადი ხდებიან სამკურნალო პრეპარატების მიმართ. ქიმიო- და სხივური თერაპიის გამოყენება იწვევს მუტაციებს ნორმალურ უჯრედებში და შესაბამისად ორგანიზმში იზრდება რისკი ახალი ტიპის ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნისა.
გა-40-ის გამოყენება კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს ქიმიო და სხივური თერაპიის ტოქსიკურ გავლენას ორგანიზმზე და შესაბამისად იძლევა მომდევნო კურსების ჩატარების საშუალებას, ზრდის სიმსივნის ქიმიო - და სხივური მეთოდებით მკურნალობის ეფექტურობას და იცავს ორგანიზმს ახალი სიმსივნური წარმონაქმნის განვითარებისაგან.
- გა-40-ით მკურნალობა მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს აძლევს, ისეთ შორს წასული სიმსივნით დაავადებულ პაციენტებსაც კი, რომლებმაც ამოწურეს ყველა სტანდარტული მკურნალობის მეთოდები.
გა-40 აკავებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, ხელს უწყობს სიმსივნის რეგრესიას და მეტასტაზების გაწოვას, ამცირებს ტკივილებს, აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს და მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
გა-40-ით მკურნალობის დაწყების წინ და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა კოაგულოგრამის კონტროლი და ექიმის კონსულტაცია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად