რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
–მოგესალმებით,უახლოეს მომავალში ვაპირებ გათხოვებას და მაინტერესებს რა სახის ანალიზები და გამოკვლევებია სასურველი,რათა თავიდან ავიცილო მოსალოდნელი პრობლემები სქესობრივ ცხოვრებასთან და ორსულებასთან დაკავშირებით.მქონდა ჰიპოთირეოზი,გავიარე მკურნალობის კურსი და ახლა ყველაფერი ნორმაში მაქვს.მადლობთ წინასწარ
პასუხი
–სავალდებულო ანალიზების ნუსხა შედგება კონსულტაციების შედეგად. ჩასახვა ნორმალურად რომ მოხდეს და ორსულობა გართულებათა გარეშე წარიმართოს, აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება როგორც დაორსულებამდე, ასევე დაორსულების შემდგომაც. თავდაპირველად მომავალმა დედამ უნდა მიმართოს გინეკოლოგს; ასევე უნდა მიმართოს ექიმს მეუღლემაც. აუცილებელია მომავალი მშობლების ანამნეზის შეკრება, რათა შეფასდეს მათი ჯანმრთელობა და მემკვიდრეობა. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა სპეციალისტების: თერაპევტის, ნევროლოგის, ოკულისტის, კარდიოლოგის - კონსულტაციაც. განსაკუთრებული ყურადღება, ცხადია, სჭირდება მომავალ დედას. განვითარების შესაძლო მანკებისა და გადახრების თავიდან ასაცილებლად, გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად, საჭიროა ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა, ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი, საეჭვო შემთხვევებში კი ორგანიზმის უფრო გულდასმით შესწავლა. ჩვეულებრივ გამოკვლევას აუცილებლად უნდა დაემატოს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს უკანასკნელი უმჯობესია ჩატარდეს კრიტიკული დღეების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში. წყვილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. მამაკაცმა, რეკომენდებულია, გაიაროს კონსულტაცია უროლოგთან ან ანდროლოგთან. ქალმა, როგორც უკვე გითხარით, უნდა ჩაიტაროს გინეკოლოგიური გამოკვლევა.