რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ვარ ახალი გათხოვილი 22წლის,მანამდე სექსუალური კავშირი არ მქონია ეხლა კი ძალიან მიჭირს ყველა აქტის დროს მტკივა სიამოვნებას ვერ ვღებულობ,პირველი ღამეც ძალიან რთულად გადავიტანე ტკივილები მქონდა მეგონა დროთა განმავლობაში გამივლიდა მაგრამ უკვე ერთი თვეა ასე ვარ იქნებ რამე მირჩიოთ??
პასუხი
-ჩამოგითვლით იმ მიზეზებს, რომლებიც შეიძლება ქალებში სექსის დროს ტკივილს იწვევდეს: 1. დეფლორაცია - საქალწულე აპკის დარღვევა პირველი სქესობრივი აქტის დროს. 2. ვაგინიზმი - გარეთა სასქესო ორგანოების კუნთების სპაზმი მათი მომატებული მგრძნობელობის გამო. 3. საქალწულე აპკის არასრული დარღვევა - ზოგჯერ საქალწულე აპკი ისეთი აგებულებისაა, რომ მრავალჯერადი სქესობრივი აქტის დროსაც კი ვერ ხდება მისი მთლიანობის დარღვევა და მხოლოდ ნაწილობრივ იხევა. ასეთ შემთხვევაში ქალს სექსის დროს ტკივილი აქვს. მშობიარობის შემდეგ კი უკვე ირღვევა აპკის მთლიანობა და ტკივილებიც ქრება. 4. საშოს ლორწოვანის ანთება - ასეთ ანთებას ინფექციური პათოლოგიები იწვევს, ამიტომ კარგი იქნება ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი. 5. ანთების შემდგომ განვითარებული შეხორცებები. 6. მშობიარობის შემდგომი ნახეთქები, ტრავმები, ნაკერები. 7. ენდომეტრიოზი - მისი ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტუაციის წინ და მენსტრუაციის დამთავრებისთანავე გაივლის. აგრეთვე ახასიათებს გამონადენი. 8. მენჯის ნერვების ნევრალგია. 9. ვენური შეგუბება - როცა სქესობრივი ცხოვრება არარეგულარულია, სასქესო ორგანოებისადმი სისხლი გამუდმებით მიედინება, უკუდინება კი არ ხდება, ამიტომ ქალს მუდმივად აქვს სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი სქესობრივი აქტის შემდეგ. 10. ბართოლონის სეკრეტის არასაკმარისად გამოყოფა - როცა ქალს არ სურს სქესობრივი ურთიერთობა, აქვს ბართოლინის ჯირკვლის პათოლოგია, ან დარღვეული აქვს ჰორმონული ფონი, შესაძლოა სეკრეტი, რომელიც სქესობრივი კონტაქტისათვის აუცილებელია, არასაკმარისად გამოიყოფოდეს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება. კონკრეტული მიზეზის დასადგენად საჭიროა გინეკოლოგთან ვიზიტი.