მოგესალმებით.ვარ 29 წლის გოგონა.დაბლა წელის არეში ... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

14-03-2014

-მოგესალმებით.ვარ 29 წლის გოგონა.დაბლა წელის არეში 1 კვირაა მაწუხებდა ტკივილი პერიოდულად.დგომის დროს.ჯდომის დროს.სხვა დროს არ შევუწუხებივარ და შევშინდი.მივედი ნევროპატოლოგთან და შემდეგ გადავიღე რენდგენი.დასკვნა ასეთია. "წელის არეში აღინიშნება მსუბუქი მარჯვენა მხრივ სქოლიოზი.ისახება მეოთხე მალის მცირე ლისტეზი მარცხნივ.სხვა პათ. ცვლილეები არ აღინიშნება. სქოლიოზი გასაგებია ვიცი და ეს მეორე მალის აცდენა რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული და რამდენად საშიშია და საყურადღებოა.გთხოვთ სრულყოფილად მიპასუხოთ.დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
-ლისტეზი უფრო ხშირად გვხვდება ხერხემლის კისრის და წელის ნაწილის. რომელიც უფრო მეტად მოძრავი მიდამოა და განიცდის ვერტიკალურ დატვირთვას, ხერხემლის გულმკერდის ნაწილთან შედარებით.
მიზეზი შეიძლება იყოს: ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიები, რომლისთვისაც დამახასიათებელია დისპლასტიური სპონდილოლისტეზი;
დისკის სხვადასხვა წარმოშობის და ხანდაზმულობის დაზიანება;
ოსტეოქონდროზი და სქოლიოზი;
კომპრესიული მოტეხილობა, ტრავმები და გადატვირთვა.  
მკურნალობის აუცილებლობას განსაზღვრავ ექიმი ორტოპედ-ვერტებროლოგი და ხარისხიდან გამომდინარე  გულისხმობს დატვირთვის შემცირებას, მანუალურ თერაპიას, ლაზეროთერპიას, ქონდროპროტექტორების გამოყენებას, ინდივიდუალურ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ინდივიდუალურად შერჩერულ სამკურნალო ფიზკულტურას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად