ვარ დაახლოებით 2 ან 3 კვირის ორსული, გავცივდი, მა... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

12-03-2014

-გამარჯობათ, ვარ დაახლოებით 2 ან 3 კვირის ორსული, გავცივდი, მაქვს ცემინება და ცხვირიდან გამონადენი, რადგან ნაყოფი პატარაა ჯერ არ ვაპირებ ექიმთან მისვლას და რამდენად საშიშია ეს გაციება ნაყოფისთვის? და კიდევ მაინტერესებს: მუცელზე და წელზე ვისმევ ჯონსონის ზეთს რათა სტრიები არ გამიჩნდეს და რამდენად ეფექტურია და შეიძლება თუ არა მისი წასმა ექიმის დანიშვნის გარეშე ან თუ არსებობს უკეტესი საშუალება სტრიების საწინააღმდეგოდ?? ძალიან დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
-ორსულობის არცერთ ვადაზე სასურველი არ არის გაციება. მსუბუქმა რესპირატორულმა ინფექციამ წესით ნაყოფზე ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს. მიმართეთ ხალხურ მედიცინას.
სურდოს დროს ეფექტურია ორთქლის ინჰალაცია: კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, ჩაამატეთ ევკალიპტის ფოთლები, კიდევ 2-3 წუთს დატოვეთ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით, გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და 5-7 წუთი ისუნთქეთ ნახარშის ორთქლი. უშუალოდ პროცედურის წინ შეგიძლიათ ჩააწვეთოთ სოჭის ზეთი. ცხვირით უფრო მეტად ისუნთქეთ, ვიდრე პირით.
ნახევარ ჭიქა თბილ წყალში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი იოდი და ჩაყარეთ მწიკვი მარილი. ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში. კარგი იქნება, თუ გამორეცხვას დღეში 3-4-ჯერ ჩაიტარებთ.
ჩაიცვით თბილი წინდები, ცხვირზე მიიდეთ შემთბარი მარილიანი ტომსიკა ან მოხარშული კვერცხი.
თითოეულ ნესტოში ჩაიწვეთეთ მენთოლის ზეთი და ისუნთქეთ. კარგი იქნება, თუ მენთოლის ზეთს შუბლზე, საფეთქლებზე, ყურებს უკან და ნესტოებთანაც შეიზილეთ.
ჩასაწვეთებლად გამოიყენოთ ზღვის წყალზე დამზადებული საშუალებები - აკვამარინი, სალინი, პინოსოლი, ნაზივინი... ექიმის გარეშე არანაირი მედიკამენტი არ მიიღოთ, მათ შორის არც ვიტამინები.
სტრიებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სჯობს მიმართოთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს (ამიტომ უმჯობესია სტრიების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება სტრიების გაჩენამდე დაიწყოთ, რათა კანი შეამზადოთ გაჭიმვისთვის), სტრიების პროფილაქტიკისთვის მთავარია დამატენიანებელი საცხის ხმარება, სიიაფის გამო პოპულარულია ჯონსონის ზეთი, ასევე გვირილის ზეთი;
არსებობს სხვა საშუალებებიც. მაგალითად ციკატრიქსი, კრემი სტრიებისთვის მუსტელას ფირმის სტელატრიქსი ან პრეგნაქეა და სხვა. ისინი რამდენადმე აღადგენენ დაზიანებულ კანს. ეს საშუალებები ახლად წარმოქმნილი სტრიების შემთხვევაში უფრო ეფექტურია. მკერდზე სტრიების საწინააღმდეგოდ გირჩევთ მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელსაც ინსტრუქციაში უწერია, რომ მათი ხმარება შესაძლებელია ორსულობის დროს მკერდის არეში. აფთიაქებში მოიკითხოთ ორსულობის დროს კანის მოსავლელი საშუალებები.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად