–..ვარ 15 წლის 162 სანტიმეტრი 56 კილო...ერთი შეხედ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

07-03-2014

–გამარჯობათ..ვარ 15 წლის 162 სანტიმეტრი 56 კილო...ერთი შეხედვით არც თუ ისე კატასტროფული ციფრებია თუმცა მე ძალიან მაკომპლექსებს ჩემი წონა...6 ის მერე არ ვჭამ..პურს დღის განმავლობაში მაქსიმუმ ერთ ნაჭერს ვიღებ...და ლახტით ვვარჯიშობ...მაინც არ ვიკლებ..თუ შეგიძლიათ მირჩიეთ როგორ უნდა ვიკვებო და ვივარჯიშო ისე რომ შედეგი მივიღო...რა დროზეა კარგი ვარჯიში..ამბობენ დილით სირბილისას თბილად ჩაცმა კარგიაო..და საღამოს ვარჯიში არაეფექტურიაო მართალია? 1000 ნახტომს ვაკეთებ დაახლოებით ან 800 ..დილით სირბილის დაწყება მინდა რა დროზე ჯობია..გაითვალისწინეთ რომ სკოლა 9 საათზე იწყება :(

პასუხი
–თქვენ არ გაქვთ ის წონა, რომელიც აღელვების და ამ თემაზე ჩაციკვლის მიზეზი შეიძლება იყოს. თუ სხეულის კონკრეტული მიდამოების კორექცია გსურთ ამისათვის არსებობს სპეციალური ვარჯიშები – კონკრეტული ადგილებისთვის განკუთვნილი.
დღეს მეცნიერები ერთხმად აღიარებენ ბალანსირებული და რაციონალური კვების მნიშვნელობას ჯანმრთელობისთვის, მითუმეტეს თქვენს ასაკში. ეს არის ასაკი, როცა კვების რაციონში ყველა კომპონენტი უნდა შედიოდეს. უმჯობესია კვების რაციონი გაამდიდროთ ხილითა და ბოსტნეულით, რძის პროდუქტებით, მაგრამ აუცილებლად მიიღეთ (ზომიერად) ხორცი და პური. შეზღუდეთ ცხოველური ცხიმისა და ტკბილეულის მიღება, არ ჭამოთ გვიან ღამე, ბევრი იარეთ ფეხით, იარეთ ცურვაზე და ა.შ.
რაც შეეხება ვარჯიშის დროს, დილაც და საღამოც ერთნაირად კარგია ვარჯიშისთის, ხოლო ეფექტურობა მთლიანად დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალობაზე და მიზანზე, რისთვისავ მიმართავთ ვარჯიშს. დამწვარი კალორიების მიხედვით შედეგი ორივე შემთხვევაში ერთნაირია, ხოლო ნერვული სისტემისთვის კი დიდი სხვაობაა. ადამიანები, რომლებთაც ახასიათებთ ადვილად აგზნებადობა, გაღიზიანება, სტერული მდგომარეობა, ემოციურობა დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა ვარჯიშობდნენ, რათა ნერვულმა სისტემამ მოასწროს დამშვიდება;
დილის სპორტი კი ორგანიზმს უნარჩუნებს სპორტულ ფორმას და სიფხიზლეს. თუმცა საღამოს ვარჯიშის დროს მაინც, გარკვეულწილად კალორიების მეტად დაწვის შანსია, საღამოს ვარჯიშისთვის გამოდგება სირბილი, არა ნაკლებ 40 წთ, თუ ნაკლებს ირბენთ მაშინ გახდომის ეფექტი ნაკლები იქნება. სირბილი მისაღებია კვირაში 3-ჯერ; ყოველდღიური სირბილი არ არის საჭირო, რამდენადაც ორგანიზმი ვერ მოასწრებს აღდგენას, ხოლო უფრო ნაკლები სიხშირით ვიდრე 3-ჯერ კვირაში, აზრს კარგავს, ასეთი დატვირთვა არასკმარისია ფორმის შესანარჩუნებლად და კალორიების დასაწვავად.
ლოგიკურად რომ დასრულდეს როგორც დილის, ისე საღამოს ვარჯიში, ვარჯიშის შემდეგ მიიღეთ აბაზანა ან დუში, და რა თქმა უნდა, არ იჩქაროთ ჭამა, თუ არ შეგიძლიათ საუზმის გარეშე, მიირთვით ვარჯიშიდან 15 წთ-ის შემდეგ, ხოლო რაც შეეხება საღამოს ვარჯიშს, თუ მიზანი ფიგურის კორექცია და წონის დაკლებაა, მაშინ უმჯობესია ვახშამზე უარი თქვათ.
კომენტარები
02 ივნისი 2014 01:55
მაინტერესებს ეფექტურია ვარჯიშის დროს თბილად ჩაცმა (ასევე პარკებით და სხვა საშუალებებით სხეულის შეფუთვა) გახდომის მიზნით? ამ დროს ხომ უფრო მეტი ოფლი გამოიყოფა, ხომ არ ვნებს ეს რამეს? ან ხომ არ ამახინჯებს სხეულზე კანს? შეიძლება გამოიწვიოს ცელულიტი?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად