სახის კანი მექავება ხოლმე გაპარსვის დროს სადღაც 3-... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

06-03-2014

-სახის კანი მექავება ხოლმე გაპარსვის დროს სადღაც 3-4 დღე ,რის გამოც მაყრის ხოლმე და რამე მირჩიეთ რომ კანი ასე აღარ მომექავოს

პასუხი
-პირველ რიგში გირჩევთ შეარჩიოთ წვერის გასაპარსი ხარისხიანი საშუალება.
გაპარსვის შემდეგ დაიბანეთ პირი გრილი წყლით. ძალიან ცივი წყლით დაბანა არაა სასურველი.
გამორჩეული ყურადღება მიაქციეთ ყელს. ჩამოიბენეთ კოსმეტიკური საპნით და არ დაიშუროთ კრემი და კანის მოვლის საშუალება.
ნუ მიუდგებით პარსვის პროცესს, როგორც მექანიკურ „სამუშაოს“, ან გარდაუვალ ჩვევას. წვერის გაპარსვა საკუთარი სხეულისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.
თუკი ყველაფერს სწორად გააკეთებთ და სათანადოდ განეწყობით სიამოვნებასაც მიიღებთ.
სასარგებლო რჩევები.
• გაპარსვისთვის საუკეთესო დრო არის დილა. გაღვიძებიდან 10-15 წუთის შემდეგ გამოიღვიძებს სახის კანიც და შეუდექით . . .
• ნუ გაიპარსავთ ყოველ დილით. რაც უფრო ხშირად იპარსავთ, მით უფრო სწრაფად და უხეში წვერი გეზრდებათ.
• გაპარსვის შემდეგ ნუ გაიმშრალებთ პირს პირსახოცით. სახეზე მიდებაც საკმარისია.
დააზუსტეთ, რა ხასიათისაა გამონაყარი, რომელიც გიჩნდებათ წვერის არეში. თუ ჩირქოვანი ხასიათისაა, ეს ვულგარული სიკოზია, ზერელე სტაფილოდერმია. ამ შემთხვევაში გირჩევთ კანის გაწმენდას:
1. დერმასეპტის ხსნარით 1-ჯერ დღეში (10 დღე) დღისით.
2. ზინერიტის სუსპენზიას 1-ჯერ დღეში (10 დღე) საღამოობით. მხოლოდ გამონაყარზე წაისვით. კერატოლიზური მოქმედება აქვს.
3. ბოლოს კურიოზინის გელი გამოიყენეთ (1 თვე 2-ჯერ დღეში).
მაგრამ თუ გამონაყარი არის სიწითლისა და აქერცვლის სახით, მაშინ გამოიყენეთ ნიზორალის მალამო (10 დღე 2-ჯერ დღეში).
დასალევად მიიღეთ (ანტიოქსიკაფსი თუთიით 1 კაფ 1-ჯერ დღეში ) და აევიტი 1 აბი 2-ჯერ დღეში
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად