კ-იდევ ერთხელ მოგესალმებით ძალიან კარგი ხარისხის თ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

05-03-2014

კ-იდევ ერთხელ მოგესალმებით ძალიან კარგი ხარისხის თმა მქონდა მოდელი ვარ და მოგეხსენაბათ ხშირად უწევს ჩემს თმას ფენის და მსგვსი საშუალებებთან ურთიერთობა ამიტომ ისე დამიზიანდა ვეგარაფერს ვშველი.მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრებაა გვირილის ნაყენს და მაიონეზის ნიღაბს ვხმარობ.სალონშიც ჩავიტარე აღმდგეენი პროცედურა თუმცა უშედეგოდ.მუქქი ქერა ვარ და არასოდეს მქონია შეღებილი,შერეული ტიპის თმა მაქვს.ვიტამინებსაც ვღებულობდი სპეციალურად თმისთვის შევიწერი კიდეც თუმცა აღაც კი მეზრდება სხვა დარღვევა არ მაქვს რა შეილება სახლის პირობებში რომ გავიკეთო?

პასუხი
-თავდაპირველად ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ თმების ზრდა გამუდმებით მიმდინარეობს, ერთი თვის განმავლობაში თმა საშულოდ 1-1,5 სმ-ით იზრდება. ზაფხულში თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში. თმის ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია კვებაზე, ენდოკრინული და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. თმების ნორმალური ზრდისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სწორი კვება. ორგანიზმი უნდა ღებულობდეს საკმაო რადენობით კალციუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სილიციუმს, კალიუმს, იოდს, ბეტა-კაროტინებს და სხვა. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ხაჭო, ყველი. დანარჩენი სასარგებლო ნივთიერების წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანილი, ნიგოზი, ლობიო, ცერცვი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი. გარდა ამისა, კარგია თუ თავის დასაბანად გამოიყენებთ ვიტამინიზებულ შამპუნებს (თმის ტიპის გათვალისწინებით). თმების ზრდის დაჩქარებას ხელს უწყობს თავის ქალის მასაჟი, რადგან ამ დროს უმჯობესდება თმების ფოლიკულების სისხლით მომარაგება.
ასევე, თმის ზრდის დასაჩქარებლად კვირაში 2-ჯერ ცხელ ქაცვის ზეთისა და 1 ჩაის კოვზი დიმექსიდის ნარევის ნიღაბს იკეთებენ (გარეგანი ხმარების საშუალება), 30-45 წუთის შემდეგ თავს იბანენ, შეიძლება დაბანის შემდეგ ძმარნარევი წყალიც გადაივლოთ.
არსებობს ასეთი ნიღაბი 2 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი, გახსენით 2 სუფრის კოვზ ცხელ წყალში, დაამატთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 ჩაის კოვზი შაქარი 1 კვერცხის გული, აურიეთ ერთმანეთში და წაისვით, შეიფუთეთ თმები და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ ჩვეულებრივ შამპუნით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-ჯერ.
თმის ძირებს შესანიშნავად ამაგრებს ნატურალური ნიღბები, რომლებიც შინაც შეგიძლიათ დაამზადოთ. ასეთია, მაგალითად, ბანანისა და თაფლის ნიღაბი. ის განსაკუთრებით მარგებელია დაზიანებული და დამწვარი თმისათვის. თაფლი ღერებს ბზინვარებას მატებს, ბანანი ატენიანებს, ხოლო ხორბლის მარცვლები, რომლებიც A და E ვიტამინებით არის მდიდარი, თმას ვიტამინებით კვებავს. დაჭყლიტეთ 1 ბანანი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი დაღერღილი ხორბალი და 50 გრამი თაფლი, კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით სუფთა, ტენიან თმაზე და 20 წუთს გაიჩერეთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად