ვარ 42 წლის მაწუხებდა ძალიან თავბრუსხვევები და... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

04-03-2014

-გამარჯობათ ვარ 42 წლის მაწუხებდა ძალიან თავბრუსხვევები და დამიდგინდა კისრის მალებზე ძვლოვანი წამონაზარდები დიდი ზომის მალები დეფორმირებული მაქვს რის გამოც თავში სისხლის მიმოქცევა შეცვლილია იგივე მდგომარეობა მაქვს ხერხემლის მალებზეც მაქვს ძვლოვანი წამონაზარდები დასკვანში მიწერია სპონდილოართროზი გთხოვთ დამაკვალიანოთ თუ შეიძლება ამ დაავადების მკურნალობა და ვის მივმართო წინასწარ მადლობა

პასუხი
-სპონდილოართროზი მალათაშუა სახსრების ქრონიკული დეგენერაციული დაავადებაა. სპონდილოართროზის მთავარი გამოვლინება ლოკალური ტკივილია. თუ დადგინდა, რომ ტკივილის მიზეზი მალათაშორისი სახსრების დაავადება ან მათი გადატვირთვაა, ზოგჯერ ტარდება ლოკალური პროცედურა - ბლოკადა კომპიუტერული ტომოგრაფიული კონტროლით: მალათაშუა სახსრების მიდამოში შეჰყავთ ჯერ ნოვოკაინი და თუ ეფექტი მიღწეული იქნა ანუ დადასტურდა, რომ ტკივილის მიზეზი მალათაშორისი სახსრებია, შემდეგ - ჰორმონი, ვთქვათ, დექსამეტაზონი. პროცედურა დაახლოებით ხუთ-ექვსთვიან შედეგს იძლევა. მალათაშუა სახსრების პრობლემებს დეტალურად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით იკვლევენ.
უნდა მიმართოთ ნეიროქირურგს ან ვერტებროლოგ-ორთოპედს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად