მაინტერესებს ეროზიის გამო გამორეცხვების სახლში გაკ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

04-03-2014

-მაინტერესებს ეროზიის გამო გამორეცხვების სახლში გაკეთებას თავად შევძლებ?ერთი რომ ექიმმა გამიკეთოს და დამარიგოს როგორ გავაკეთო. თუ ექნება შედეგი თუ აუცილებელია ეს ექიმმა გამიკეთოს? სახსრები არ მაქვს ამ ეტაპზე და მეშინია არ გართულდეს, მითხრა შესაძლოა გამორეცხვით და მერე სანთლებით ეშველოსო ზუსტ გარანტიას ვერ მოგცემ მაგრამ შეჩერდება მაინცო, პატარა მყავს ძუძუზე 5 თვის, გმადლობთ

პასუხი

-საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული) საკმაოდ გავრცელებულია, შეადგენს გინეკოლოგიური დაავადებების 10-15%-ს. წარმოადგენს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებას, ვითარდება უხშირესად არხის მიმდებარე მიდამოში. ეროზიის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს:
•    მექანიკური: ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა ხშირი აბორტების, მშობიარობის, ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ხანგრძლივად გამოყენების შედეგად;
•    ჰორმონული: საერთო ჰორმონული ფონის დარღვევა ან ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების ხშირი გამოყენება;
•    სქესობრივი გზით გადამდები უმკურნალებელი ინფექციები, განსაკუთრებით ვირუსული წარმოშობის.
მკურნალობა მოიცავს
-    სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა;
•    ჰორმონული ფონის მოწესრიგება;
•    დაზიანებული უბნის მოწვა ელექტრული დენით (ელექტროკოაგულაცია);
•    დაზიანებულ არეზე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება, დამუშავება თხევადი აზოტით (კრიოდესტრუქცია);
•    დაზიანებული უბნის ლაზერული სხივით დამუშავება (ლაზეროდესტრუქცია);
ამ საკითხში უკეთ გარკვევისთის გაეცანით ნანა ხუაიძის სტატიას „საშვილოსნოს ყელის ეროზია “
http://www.mkurnali.ge/qali/ginekologia/1555-2009-10-02-15-54-49.html


გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად