-
თქვენ უნდა მიმართოთ ზრდის ცენტრს, სადაც მოხდება ზრდის ზონების მდგომარეობის შეფასება და დადგენა რამდენად გაქვთ სიმაღლეში გაზრდის შანსი. -
სიმაღლეში ზრდისთვის ჯანმრთელ ბავშვებს, მოზარდებს, 30 წლამდე ახალგაზრდებს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად პოლივიტამინების კომპლექსს ურჩევენ. შერჩევა ასაკის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. საამისოდ გამოიყენება ნებისმიერი პოლივიტამინი, რომელიც შეიცავს კალციუმს და D ვიტამინს. -
რაც შეეხება ზოგადად კვების საკითხს ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში. კვების რაციონში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო; ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კამფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით. ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია. ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება. პარალელურად საჭიროა დატვირთვა სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ხელს უწყობს ზრდას: კალათბურთით, ფრენბურთით, ცურვით. იხ ლინკები:
http://giogiobliadze.wordpress.com/2013/10/29/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A8/ http://simagleshizrda.com/wp/